"მოედნის მიღმა, ლებრონი თითოეულ ბავშვზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარზე", - განაცხადა კლინტონმა.
უფრო ადრე, თავად ლებრონმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ არჩევნებში ჰილარის დაუჭერს მხარს.
"მე მხარს ვუჭერ ჰილარი კლინტონს, რადგან ის გააგრძელებს ჩემი კარგი მეგობრის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაწყებულ საქმეს. მე მჯერა იმის, რაც ობამამ ამერიკისთვის გააკეთა. დღეს ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ესმის ჩვენი საზოგადოების", - თქვა ასოციაციის უპირველესმა ვარსკვლავმა.
იგივე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"