NBA. რეგულარული ჩემპიონატი: რენდლის მეორე სამმაგი

AutoSharing Option
"მაიამის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა "ატლანტას" (90:93) წინააღმდეგ მატჩში 25 მოხსნა დააგროვა. ეს პირველი შემთხვევაა წლევანდელ სეზონში ყველა კალათბურთელისთვის.

აღვნიშნავთ, რომ 25 მოხსნიდან 10 მეტოქის ფარზე იქნა შესრულებული, რაც ასევე არ მომხდარა 2016-17 წლების რეგულარულში.
უაიტსაიდისთვის ეს არის მეორე ასეთი შედეგი კარიერაში.

* * *
"ბრუკლინის" წინააღმდეგ მატჩში, "ლეიკერსის" ფორვარდმა ჯულიუს რენდლმა 17 ქულა, 14 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი დააგროვა. ეს უკვე მეორე სამმაგი დუბლია ახალგაზრდა კალათბურთელის კარიერაში.

აღსანიშნავია, რომ რენდლის გარდა, "ლეიკერსის" ისტორიაში მხოლოდ მეჯიქ ჯონსონს ჰქონდა შესრულებული მინიმუმ
ერთი სამმაგი დუბლი 22 წლის ასაკამდე.

* * *
"ბრუკლინის" ცენტრმა ბრუკ ლოპესმა "ლეიკერსთან" მატჩში სამი დაფარება შეასრულა. ახლა, მის კარიერაში 864 დაფარება დაგროვდა. ამით ლოპესი კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ადრე, 863 დაფარებით ლიდერი იყო ჯორჯ ჯონსონი, რომელიც ამ კლუბში 1977-80 და 1984-85 წლებში გამოდიოდა.

კლივლენდი-ტორონტო 121:117
30:25, 31:32, 30:27, 30:33
კ: ჯეიმსი (28+9 მოხსნა+14 პასი), ირვინგი (24), ფრაი (21), ლავი (19+13 მოხსნა), ტომპსონი (15+11 მოხსნა).
ტ: ლოური (28+9 პასი), დეროზანი (26), როსი (18), ვალანჩუნასი (14+9 მოხსნა), პაუელი (12).

მაიამი-ატლანტა 90:93
25:22, 18:27, 24:23, 23:21
მ: რიჩარდსონი (19), უაიტსაიდი (19+25 მოხსნა), ჯონსონი (14), ჯ. ჯონსონი (13), უეიტერსი (11).
ა: შრიოდერი (18), მილსეპი (15), ჰარდუეი (15), მუსკალა (14), ბეიზმორი (12), ჰოვარდი (11+11 მოხსნა).

მინესოტა-შარლოტი 108:115
30:31, 28:15, 17:36, 33:33
მ: უიგინსი (29), თაუნსი (21+8 მოხსნა), ლავინი (19), რუბიო (11+8 მოხსნა+8 პასი), ჯენგი (9+11 მოხსნა).
შ: უოკერი (30+6 პასი+5 ჩაჭრა), კამინსკი (20), ბატუმი (16+7 პასი), ზელერი (14+9 მოხსნა), ბელინელი (12).

პორტლენდი-ჩიკაგო 88:113
14:35, 23:21, 26:27, 25:30
პ: ლილარდი (19), მაკალუმი (17), კრები (15).
ჩ: ბატლერი (27+12 მოხსნა), უეიდი (19), გრანტი (18+5 ჩაჭრა), ლოპესი (13+11 მოხსნა), გიბსონი (12+11 მოხსნა).

ლეიკერსი-ბრუკლინი 125:118
27:29, 29:22, 37:34, 32:33
ლ: რასელი (32+8 მოხსნა), მოზგოვი (20), რენდლი (17+14 მოხსნა+10 პასი).
ბ: ლოპესი (30+10 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (29), ბუკერი (11+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული