უესტბრუკმა რვა ტრიპლ-დაბლი 19 მატჩში შეასრულა. თუ მის სათამაშო დროს მივიღებთ მხედველობაში, რასელი საშუალოდ მატჩში აგროვებს სამმაგ დუბლს.
ადრე, მსგავსი სტატისტიკით სეზონი ოსკარ რობერტსონმა დაასრულა, რომელიც 60-იან წლებში გამოდიოდა.
გარდა ამისა, უესტბრუკისთვის ეს იყო კარიერაში 45-ე სამმაგი დუბლი, რითაც ის დაეწია "კლივლენდის" ლიდერს ლებრონ ჯეიმსს.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში რვა სამმაგი დუბლი ლიგის სხვა
გოლდენ სტეიტი შარშანდელ გრაფიკში ჩაჯდა
"ატლანტასთან" გუშინდელი მოგების შემდეგ, "გოლდენ სტეიტს" 18 მატჩში 16 მოგება დაუგროვდა. ასე რომ, გამარჯვებების პროცენტით "უორიორზი" შარშანდელი სეზონის დონეზე გავიდა, როცა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მოგებების სარეკორდო რაოდენობით დაასრულა.
გარდა ამისა, "მეომრებმა" არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგეს ზედიზედ 12 მატჩი.
აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტმა" 16-ივე მოგებულ მატჩში მინიმუმ 100 ქულა დააგროვა, ხოლო ორ წაგებულ შეხვედრაში ამ ზღვრამდე არ მისულა.
* * *
"საკრამენტოს" ცენტრმა დემარკუს კაზინსმა 36 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. ეს იყო ზედიზედ მეოთხე მატჩი კაზინსისთვის მინიმუმ 30 ქულით. ამ მაჩვენებლით ის დაეწია კრის უებერს (2001 წელი).
გარდა ამისა, კაზინსი აღინიშნა არც ისე სასიამოვნო მიღწევით. მან ბოლო ხუთ წელიწადში მეოთხე მატჩი წააგო, რომელშიც 35 ქულასა და 20 მოხსნას აგროვებდა. მთლიანად დანარჩენ ლიგაში ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო.
* * *
"მაიამი ჰიტის" ცენტრმა ჰასან უაიტსაიდმა "ბოსტონთან" მატჩის მეორე ტაიმში შეძლო 20-ზე მეტი ქულისა და 10-ზე მეტი მოხსნა დაგროვება. ის გახდა "ჰიტის" პირველი მოთამაშე ალონზო მოურნინგის (1997) შემდეგ, ვინც ამის გაკეთება შეძლო.
ვაშინგტონი-საკრამენტო 101:95 (ო)
25:19, 25:34, 24:19, 18:20, 9:3
ვ: ბილი (31), უოლი (19+8 მოხსნა+11 პასი), პორტერი (15+8 მოხსნა), გორტატი (10+7 მოხსნა), უბრე (10+10 მოხსნა).
ს: კაზინსი (36+20 მოხსნა), გეი (18), ლოუსონი (12).
ტორონტო-ფილადელფია 122:95
33:26, 27:23, 31:22, 31:24
ტ: ლოური (24+8 პასი), როსი (22), დეროზანი (14), ვალანჩუნასი (12+11 მოხსნა), სიაკამი (11), კეროლი (10).
ფ: კოვინგტონი (20), ოკაფორი (15), როდრიგესი (11+7 პასი), ილიასოვა (11), სტაუსკასი (11), ჰოლმსი (11+9 მოხსნა).
ნიუ იორკი-ოკლაჰომა 103:112
29:24, 26:34, 26:30, 22:24
ნ-ი: როუზი (30+7 მოხსნა), პორზინგისი (21+5 დაფარება), ენტონი (18+8 მოხსნა), ლი (13).
ო: უესტბრუკი (27+18 მოხსნა+14 პასი), კანტერი (27+10 მოხსნა), მოროუ (14), ადამსი (14+10 მოხსნა), რობერსონი (10).
მაიამი-ბოსტონი 104:112
19:21, 12:27, 42:35, 31:29
მ: დრაგიჩი (27+17 პასი), უაიტსაიდი (25+17 მოხსნა), რიჩარდსონი (12), მაკგრუდერი (11).
ბ: ტომასი (25+8 პასი), ბრედლი (18), კრაუდერი (17), ოლინიკი (14), სმარტი (12), ზელერი (10+7 მოხსნა).
მემფისი-შარლოტი 85:104
25:25, 14:31, 21:25, 25:23
მ: მ. გასოლი (19+8 მოხსნა), კონლი (14), მარტინი (11+12 მოხსნა).
შ: ლემბი (21+9 მოხსნა), უოკერი (21), კიდ-გილკრისტი (14+7 მოხსნა), კამინსკი (12).
მინესოტა-იუტა 103:112
27:22, 18:28, 24:24, 34:38
მ: ლავინი (28+8 მოხსნა+8 პასი), თაუნსი (19+12 მოხსნა), უიგინსი (13), რუბიო (11), ჯენგი (11), მუჰამადი (10).
ი: ჯორჯ ჰილი (24+8 მოხსნა), ჰეივორდი (24), გობერი (16+17 მოხსნა), ლაილსი (13).
გ.სტეიტი-ატლანტა 105:100
29:27, 21:26, 30:28, 25:19
გ-ს: კარი (25), დურანტი (25+14 მოხსნა), ტომპსონი (20), იგუოდალა (12).
ა: შრიოდერი (24+6 პასი), მილსეპი (14+14 მოხსნა), ჰოვარდი (14+16 მოხსნა), ჰარდუეი (10).
აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 15 13 2 86.7
2. ტორონტო 17 11 6 64.7
3. ჩიკაგო 16 10 6 62.5
4. ბოსტონი 17 10 7 58.8
5. შარლოტი 17 10 7 58.8
6. ატლანტა 18 10 8 55.6
7. ინდიანა 18 9 9 50.0
8. ნიუ იორკი 17 8 9 47.1
9. მილუოკი 15 7 8 46.7
10. დეტროიტი 18 8 10 44.4
11. ვაშინგტონი 16 6 10 37.5
12. ორლანდო 17 6 11 35.3
13. მაიამი 17 5 12 29.4
14. ბრუკლინი 16 4 12 25.0
15. ფილადელფია 18 4 14 22.2
დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 18 16 2 88.9
2. სან ანტონიო 17 14 3 82.4
3. კლიპერსი 18 14 4 77.8
4. ჰიუსტონი 17 11 6 64.7
5. მემფისი 18 11 7 61.1
6. ოკლაჰომა 19 11 8 57.9
7. იუტა 18 10 8 55.6
8. ლეიკერსი 18 9 9 50.0
9. პორტლენდი 19 9 10 47.4
10. დენვერი 17 7 10 41.2
11. საკრამენტო 18 7 11 38.9
12. ნ. ორლეანი 18 6 12 33.3
13. მინესოტა 17 5 12 29.4
14. ფინიქსი 18 5 13 27.8
15. დალასი 16 3 13 18.8
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"