NBA: არც ლებრონი, არც ჯავშანი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ძლევის შემდეგ "კლივლენდ კავალიერსის" მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ ლებრონ ჯეიმსს დასვენების საშუალება მისცა. იგი "დეტროიტთან" მატჩს სამოქალაქო ფორმით ადევნებდა თვალს.

არ იყო ლებრონი, არ იყო "ჯავშანი" - დეტროიტელებმა "კავალერებს" 106 ქულა ჩაუგდეს და 16 ქულის სხვაობით დაამარცხეს, რითაც ხუთმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს.

კიდევ ერთი ხუთმატჩიანი
"დეტროიტის" დარად ზედიზედ ხუთი შეხვედრა ჰქონდა წაგებული "ნიუ ჯერსის", რომელმაც აღმოსავლეთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "შარლოტს" უმასპინძლა და რომ არა რენდი ფოიე, მეექვსედაც წააგებდა.

საფინალო სირენასთან ერთად ფოიემ გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო და არასასიამოვნო სერიაც დაასრულა.

24-ე დუბლი
"ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა სეზონის 24-ე დუბლი მიითვალა და თანაგუნდელებს "ფინიქსი" დაამარცხებინა.

"რაკეტებმა" "მზეებს" პირველ მეოთხედში 39 ქულა ჩაუგდეს და თორმეტწუთეული 30 ქულის სხვაობით მოუგეს...

"ჰიუსტონმა" ტრადიციას არ უღალატა და სამქულიანები უხვად ჰყარა - 15.

15 "მინესოტასთვის" რეკორდია
თუ 15 სამქულიანი "როკეტსისთვის" მინიმუმია, "მინესოტასთვის" სეზონის რეკორდია. სწორედ პერიმეტრიდან კარგი თამაშის წყალობით დაამარცხეს "მგლებმა" ატლანტელი "ქორები".

ჩიკაგოც გამოფხიზლდა
დუეინ უეიდმა "ინდიანასთან" 21 ქულა ჩააგდო და "ჩიკაგოს" ხუთი ქულის სხვაობით გამარჯვებაში დაეხმარა.
ბოლო მატჩებია, ჩიკაგოელები გულშემატკივრის მოლოდინს ვერ ამართლებენ. მათ "ინდიანასთან" დაპირისპირებამდე ზედიზედ 3 წაგება ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, დევისი
"ნიუ ორლეანი" შინ "დალასს" რომ მოუგებდა, წინასწარ შეგვეძლო გვევარაუდა. ისიც ყველამ ვიცოდით, რომ მატჩის ბომბარდირი ენტონი დევისი გახდებოდა. ასეც მოხდა. მან 28 ქულა გაიფორმა.

ოტოს შემობრუნება
ოტო პორტერმა 32 ქულა, 13 მოხსნა მოაგროვა და დიდი წვლილი შეიტანა "ვაშინგტონის" "მილუოკისთან" გამარჯვებაში. მან 5 სამქულიანი გამოიყენა, რომელთაგან ერთი გადამწყვეტი იყო - მოედნის კუთხიდან ზუსტად ნატყორცნით საფინალო სირენამდე 49 წამით ადრე "ვაშინგტონი" 104:100 დააწინაურა.
...არადა, მეოთხე პერიოდში იყო ეპიზოდი, როცა "მილუოკი" 10 ქულის სხვაობით იგებდა.

დამაჯერებლად
"ორლანდო მეჯიქმა" "მემფისთან" მატჩში პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და ბოლო წამებამდე ხელიდან არ გაუშვია. მეორე ტაიმში ფლორიდელებმა მეტოქე 10 ქულითაც კი არ მიიახლოვეს.
"მეჯიქის" გამარჯვება დიდწილად 30-ქულიანი აარონ გორდონის დამსახურებაა.

მესამე მარცხი სამი ლიდერის გარეშე
"კლიპერსმა" ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია. როგორც ჩანს, მწვრთნელმა ჯერ ვერ მიაგნო გზას, როგორ დააბრუნოს გუნდი გამარჯვებებისკენ სამი ლიდერის გარეშე - რედიკის, პოლისა და გრიფინის...

ამით ისარგებლეს დენვერელებმა და ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს. მათ ევროპელებმა ულიდერეს - იოკიჩმა 24 ქულა ჩააგდო, გალინარიმ - 23.

კაზინსის სამიანი
"საკრამენტოს" "ფილადელფიასთან" ძალიან გაუჭირდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მხსნელად დემარკუს კაზინსი მოევლინა. მან 30 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე თანაგუნდელები სამქულიანით დააწინაურა.

"პორტლენდის" წითელი ხაზი
"პორტლენდს" ურიგო შემადგენლობა არ ჰყავს, თუმცა ბოლო მატჩებია, გამარჯვება სანატრელად გახდომია. 11-დან 10 შეხვედრა აქვს წაგებული. პორტლენდელებმა ვერც "ტორონტოსთან" გააწყეს რამე.
კაილ ლოურიმ 27 ქულა ჩააგდო, ხოლო ფარქვეშიდან ლიტველი იონას ვალანჩუნასი წაეხმარა - 12-12 ქულა-მოხსნა.

ვაშინგტონი-მილუოკი 107:102
28:27, 25:30, 29:27, 25:18
ვ: პორტერი (32 + 13 მოხსნა), ბილი (22), უოლი (18 + 16 პასი), მორისი (18), გორტატი (4 + 12 მოხსნა)
მ: ადეტოკუმბო (22 + 12 მოხსნა + 7 პასი), სნელი (20), პარკერი (14), დელავედოვა (8 + 11 პასი), მონრო (16)

ორლანდო-მემფისი 112:102
36:18, 32:25, 28:28, 16:31
ო: გორდონი (30), იბაკა (16), მიკსი (13), ოგასტინი (10 + 7 პასი), ბიომბო (10 + 12 მოხსნა), პეიტონი (16 + 7 პასი), ვიჩევიჩი (13 + 9 მოხსნა)
მ: კონლი (17), გასოლი (11), ალენი (10), დენიელსი (16), რენდოლფი (13), ენისი (11)

ბრუკლინი-შარლოტი 120:118
31:40, 23:23, 29:25, 37:30
ბ: კილპატრიკი (23), ლოპესი (21), ლინი (17), ბუკერი (3 + 12 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (26)
შ: ბატუმი (24), უოკერი (15 + 6 პასი), ზელერი (15 + 9 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (12 + 10 მოხსნა), ლემბი (17), კამინსკი (13)

დეტროიტი-კლივლენდი 106:90
22:19, 28:25, 26:20, 30:26
დ: კოლდუელ-პოუპი (18), მორისი (15), ჯექსონი (13 + 6 პასი), ლუერი (13), დრამონდი (11 + 17 მოხსნა), ჰარისი (21)
კ: ირვინგი (18 + 8 პასი), ლავი (17 + 14 მოხსნა), ტომპსონი (7 + 10 მოხსნა), ფელდერი (11), შამპერტი (11), ფრაი (11)

ჩიკაგო-ინდიანა 90:85
28:19, 23:22, 12:20, 27:24
ჩ: უეიდი (21), ბატლერი (16), გიბსონი (10), ლოპესი (8 + 12 მოხსნა), რონდო (2 + 9 მოხსნა), მიროტიჩი (20 + 7 მოხსნა)
ი: ტერნერი (16 + 8 მოხსნა), ჯორჯი (14 + 8 პასი), იანგი (12)

ნიუ ორლეანი-დალასი 111:104
25:20, 30:33, 30:24, 26:27
ნ: დევისი (28 + 16 მოხსნა), ჰილდი (14), კანინგემი (11), ჰილი (10 + 7 მოხსნა), ჰოლიდეი (7 + 11 პასი), ჰელოუეი (17), მური (16)
დ: უილიამსი (24 + 9 პასი), მეტიუზი (17), ბარნსი (15 + 7 მოხსნა), ნოვიცკი (10), კარი (16 + 7 პასი)

ჰიუსტონი-ფინიქსი 131:115
39:23, 30:20, 38:37, 24:35
ჰ: ჰარდენი (32 + 12 პასი), ანდერსონი (15), ჰარელი (14), ბევერლი (11 + 7 მოხსნა), არიზა (8 + 10 მოხსნა + 5 ჩაჭრა), გორდონი (15), დეკერი (12)
ფ: ბლედსოუ (24), ბულერი (16), კრისი (12), ჩენდლერი (6 + 8 მოხსნა), ნაითი (21), უორენი (11), ბენდერი (11 + 13 მოხსნა)

მინესოტა-ატლანტა 104:90
23:25, 31:20, 35:20, 15:25
მ: თაუნსი (22 + 11 მოხსნა), ლავინი (21), უიგინსი (21), ჯენგი (14 + 7 მოხსნა), რუბიო (3 + 10 პასი), მუჰამადი (12)
ა: ჰოვარდი (20 + 12 მოხსნა), სეფოლოშა (13), შრიოდერი (8), ჰამპრისი (12)

პორტლენდი-ტორონტო 91:95
24:21, 18:22, 26:30, 23:22
პ: მაკოლუმი (29 + 7 პასი), პლამლი (13 + 15 მოხსნა), ჰარკლესი (10), ნაპიე (10), ამინუ (8 + 8 მოხსნა)
ტ: ლაური (27 + 7 მოხსნა), დეროზანი (20 + 10 მოხსნა + 7 პასი+ 3 ჩაჭრა), პატერსონი (15 + 8 მოხსნა), ვალანჩუნასი (12 + 12 მოხსნა)

კლიპერსი-დენვერი 102:106
23:23, 23:40, 31:16, 25:27
კ: კროუფორდი (24 + 6 პასი), რივერსი (19 + + 5 პასი), ჯორდანი (12 + 11 მოხსნა + 3 ჩაჭრა), ბასი (11), ფელტონი (10), მბა ა მუტე (8 + 7 მოხსნა)
დ: იოკიჩი (24 + 10 მოხსნა + 3 ჩაჭრა), ბარტონი (23 + 8 მოხსნა + 6 პასი), გალინარი (23 + 11 მოხსნა + 3 ჩაჭრა), ჰარისი (10), მუდიაი (9), ფარიდი (8 + 10 მოხსნა)

საკრამენტო-ფილადელფია 102:100
24:23, 27:24, 19:30, 32:23
ს: კაზინსი (30 + 7 მოხსნა + 5 პასი+ 3 ჩაჭრა), გეი (19 + 9 მოხსნა), ლოუსონი (12)
ფ: ემბიიდი (25 + 8 მოხსნა), როდრიგესი (18 + 3 ჩაჭრა), ილიასოვა (17), შარიჩი (12 + 9 მოხსნა)

აღმოსავლეთის კონფერენცია
1 კლივლენდი 23 7 .767
2 ტორონტო 22 8 .733
3 ბოსტონი 18 13 .581
4 შარლოტი 17 14 .548
5 ნიუ იორკი 16 14 .533
6 ატლანტა 15 16 .484
7 ჩიკაგო 15 16 .484
8 მილუოკი 14 15 .483
9 ინდიანა 15 17 .469
10 ვაშინგტონი 14 16 .467
11 დეტროიტი 15 18 .455
12 ორლანდო 15 18 .455
13 მაიამი 10 21 .323
14 ბრუკლინი 8 22 .267
15 ფილადელფია 7 23 0.233

დასავლეთის კონფერენცია
1 გოლდენ სტეიტი 27 5 .844
2 სან ანტონიო 25 6 .806
3 ჰიუსტონი 23 9 .719
4 კლიპერსი 22 11 .667
5 ოკლაჰომა 19 12 .613
6 მემფისი 20 13 .606
7 იუტა 18 13 .581
8 საკრამენტო 14 17 .452
9 დენვერი 13 18 .419
10 პორტლენდი 13 20 .394
11 ნიუ ორლეანი 12 21 .364
12 ლეიკერსი 12 22 .353
13 მინესოტა 10 21 .323
14 დალასი 9 22 .290
15 ფინიქსი 9 22 .290

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული