უდიდესი სენსაცია - საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატიდან აშშ გამოთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა აშშ-ის ნაკრები სენსაციურად, ანგარიშით 89:79 დაამარცხა და ნახევარფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა - 18:18. მეორე მეოთხედში უპირატესობა საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა და 6-ქულიანი სხვაობით აჯობა აშშ-ს - 27:21.

მესამე მეოთხედი კი ამერიკელების გამარჯვებით დამთავრდა (27:18) და 3 ქულით დაწინაურდნენ - 66:63. თუმცა, ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშეს ფრანგმა კალათბურთელებმა და 26:13 დაამარცხეს ფავორიტები.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ამერიკელმა დონოვან მიჩელმა მოაგროვა - 29. ქულების გარდა, მიჩელმა 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 4
შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მარკუს სმარტმა 11 ქულა ჩააგდო, ხოლო კემბა უოლქერმა - 10.

საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ქულებით ივან ფურნიე იყო, "მამლების" 10-მა ნომერმა საკუთარ გუნდს 22 ქულა მოუტანა. შესანიშნავი იყო რუდი გობერი. "იუტა ჯაზის" ცენტრმა 21 ქულა მოიპოვა და 16-ჯერ მოხსნა ბურთი. 18 ქულა მოაგროვა ნანდო დე კოლომ, ხოლო ფანკ ტილიკინამ 11 ქულა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. ჩინეთი
აშშ-საფრანგეთი 79:89
(18:18, 21:27, 27:18, 13:26)
მკითხველის კომენტარები / 13 /
და 78:82 ამერიკელების შეტევაზე ფრანგები არ დაჯარიმდნენ ხელში რომ ჩაარტყა ბურთის ნაცვლად სროლის დროს?
???
12 სექტემბერი 2019 02:05
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული