საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
დაწერეთ ვარიანტები რა შემთხვევაში გავდივართ ჯგუფიდან.გასაგებია რომ მოგების შემთხვევაში ასეც და ისევ გავდივართ მაგრამ თუ ვმარცხდებით ვენესიალასთან მაშინ რა და როგორ ითვლება.
Giorgi
28 აგვისტო 2023 22:56
1
თუ სლოვენია იგებს და ჩვენ 15 ქულაზე მეტს არ წავაგებთ - გავდივართ
Rezo
28 აგვისტო 2023 23:08
1
ზუროსი გასაშვებია.სანაძეც...უჯიგროდ თამაშობდნენ...მამუკელაშვილი კარგი ხარ...დონჩიჩი და მისი კამანდა დამაბეგვია მეტი არ მინდა რამე.ეს პროვოკატორები და იაზვები მაგათი დედა...
პეტროსი
28 აგვისტო 2023 22:54
7
მართლა რამ გაამწარათ ესე გამომწვევად რო იქცეოდნენ, მაგათი დედაც
Rezo
28 აგვისტო 2023 23:07
1
პრობლემაა რა არი ჯიგრებო იცით? არც ის დღეს რო წავაგეთ და არც ის ლუკამ რო დაგვამხო კალათი თავზე. ისიც არ მეშლება რანაირად გავიხარო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით. პრობლემა ისაა რო ჯიგარი ვერ დავინახე, ჯიგარი არა აქვს ამ ნაკრებს.

ზოგიერთს უხარია 3.7 მ ვართ და მაინც რა მაგრებიო. ან ხორვატიის არ გსმენიათ, ან ისლანდიის ან კიდე რომელი ერთი გითხრა. არ იქნება ჩვენი საშველი
მაცადეთ, გაგიიასნებთ.
28 აგვისტო 2023 22:46
5
ჩვენს ბიჭებს,ყველაზე ნაკლებად,სწორედ უჯიგრობა შეიძლება დააბრალო!.ერთერთ,ყველაზე მებრძოლ გუნდად გვიცნობენ და მოედანზე თავს რომ სდებ,ჯიგარი სხვა რაღაა?!თამაში რომ არ გვაქვს,ეგაა სატირალი და არც რესურსი გვაქვს,რომ ვინმე უკეთესი დავაყენოთ.
სოსო
29 აგვისტო 2023 15:23
0
იმ ზოგიერთიდან ერთერთი გეხმაურება ოღონდ არ ვიჩხუბოთ უბრალოდ ვიმსჯელოთ ფაქტებით. ან ხორვატიის რაგბი მანახეთ ან ისლანდიის, ან ძიუდო მანახეთ, ან მძლეოსნობა, ან ჭიდაობა, სადაა ხოვატიის კალათბურთის ნაკრები? ისლანდია მემგონი ჩვენ დავტოვეთ სახლში, ნუფეხბურთი კაი გასაგებია ესეც უბრალოდ ჩვენი ამბავია სადაც დიდი ფული იშოვება იმ საქმეს რომ ქართველი აფუჭებს და ათახსირება ეა ისედაც ვიცით. კაი ხორვატია ხორვატია მაგრამ დიდ ქვეყნებს რა ვუყოთ? სადაა იგივე დიდი ბრიტანეთი? კაი ახლა არ თქვათ არ აინტერესებთ კალათბურთი და არ თამასობენო:) ხო ჩვენტან მოვძებნეთ კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული 6 გზააბნეული და ბრიტანეტში ისიც არ მოიძებნა. კარგით რა ქვეყნაზე ვლაპარაკობთ ამას ხო მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდებს 50 % ზე მეტი რო ნარკოდამოკიდებული გვყავს ესეც ახალია? ამ ფონზე სასეაული მიღწევები გვაქვს სპორტში - ფეხბურთი არა ოღონდ , იმედია ჯერ:)
იბერია
29 აგვისტო 2023 13:25
0
სანიკიძე,ზუროს წადით!!!
**
28 აგვისტო 2023 22:39
4
გუნდმა, რომელსაც სულ 2 მოთამაშე ჰყავდა 2 მეტრზე მაღალი მოხსენებაში 40:32 გვაჯობა. ჯგუფიდან გავალთ, მაგრამ შემდეგ ავსტრალია-გერმანიასთან უშანსოდ წავაგებთ(ეს გუნდები სლოვენიაზეც ძლიერები არიან).
დიმა
28 აგვისტო 2023 22:22
0
საოცარია პიდაპირ__მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრებულია,ახალგაზრდების უმრავლესობა გაქცეულია.ერი დღითიდღე ბერდება და უძლურდება.გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს დაბადებულებს.სოცუსამართლობის დონემ გადააჭარბა ყოველგვარ ნიშნულს.ოდნავ გამართულადაც კი არ მუშაობს არც ართი დარგი.მიდის მოსახლეობის უღმერთო ძარცვა დაკანონებულად თუ უკანონოდ და ამ დროს ჩვენ ვითხოვთ რომ ჩვენმა სპორტსმენებმა აჯობონ კეთილდღეობის მწვერვალზე მყოფი ქვეყნების წარმომადგენლებს.მართლაცდა საოცარია დასავლეთის მიერ 30 წლიანი ჯირყვნის შემდეგ,მათ მიერვე მომაკვდავ ერთა სიაში შეტანილები როგორ ვცდილობთ ტოლი არაფერში დავუდოთ ამა ძლიერთა.აფერუმ ქართველებო!აფერუმ ბიჭებო თქვენს ბიჭობას თქვენს ქართველობას.არ არის ძნელი წარმოსადგენი ჩვენ,რომ ჩამოყალიბებული სახელმწიფო გვქონდეს,თავისი გამართული , ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული სტრუქტურებით , გადაჭრილი ეკონომიკურ-სოციალურ თუ სხვა მრავალი პრობლემით,მაშინ რას ვიზამდით,რა ცეცხლს დავანთებდით მსოფლიოს სხვადასხვა სტადიონებზე.ბრძოლა გვმართებს სწორედ ამ მიმართულებით.დღეს კი ნამდვილად თავის დახრა და მუხლის მოდრეკა გვმართებს ჩვენი სპორტსმენების წინაშე.ისინი თავიანთი გმირული საქციელით და თავდადებით ხანდახან მაინც ახერხებენ ჩვენი ტანჯული და ჩაგრული ხალხის გახარებას.დიდება საქართველოს!დიდება ჩვენს გმირ სპორტსმენებს!
არგუტი
28 აგვისტო 2023 22:15
10
ერთი კაცურად, თუ რამე შეგრჩა აზროვნების უნარი. დასავლეთი რა შუაშია?
დასავლეთმა წაგართვა ტერიოტირები? დასავლეთმა გიქცია 400 ათასი ქართველი დევნილად?
თავზე რომ პრორუსილი ხელისუფლება გიზის ამასაც დასავლეთ აბრალებ?
პენსიებს და ხელფასებს რომ დასაველთიდან წამოსული ტრანშებითა და დამხრებებით არიგებ ეს გავიწყდება?
რო არა დასაველთი მთიანად რო შეგიერთებდა რუსეტი მაგას ვერ ხვდები?
las
29 აგვისტო 2023 08:31
2
საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ ერთი მეტრიდან ცარელა კარში რომ ვერ გაიტანა ეგეთები დათვალა ვინმემ?. . მსაჯებმა ისე იმსაჯეს როგორც ცივილიზებულ და მესამე სამყაროს ქვეყნის თამაში უნდა ემსაჯათ. . ეხლა არ მითხრთ რომ მეცხრე სამყაროს ქვეყნებიდან იყვნენ მსაჯები. . . ევროპა წიიიიი. . .შინ ევროპისკეეეეეენ. . . აი ლიბანელი უბრალოდ ვერ დააგდებს გრიგალაშვილს თორე იმის თავი რომ ქონდეს რომ ხელფეხშეკრული წამოიკიდოს მარტო მაგაში მისცემდნენ იპონს. . . წინ ევროპაააააა. . . ადმინ აბა შენ იცი დაბლოკეეეეე
ნაპოლეონი
28 აგვისტო 2023 22:13
7
თამაში ჰიმნიდან იწყება,ესე უჯიგროდ ჰიმნს 90-იანი წლების საფეხბურთო ნაკრებიც კი არ მღეროდა,როგორც კალათბურთელებმა იმღერეს დღეს. მაგალითი აიღეთ ფეხბურთელებისგან და რაგბისტებისგან საერთოდ,ბიჭებს ცრემლების სდით ისეთი გრძნობით და სიყვარულით მღერიან
საქართველო
28 აგვისტო 2023 22:04
5
თქვე დალოცვილებო უკანა ხალები არ გვყავს კარგი და დონჩიჩმა მოგვიგოო რომ წერთ, ერთი მითხარით სამწამიანში ხომ დავგლიჯეთ ყველაფერი! დონჩიჩი არ არის სამწამიანში და ჩვენ თურმე მაგარი მაღლები გვყავს, და რა მერე?! არც არაფერი... ბუს კვერცხები... (ცინცაძის არა). ევროპაზეც სამარცხვინოდ ჩავისვარეთ სამწამიანში და დღესაც იგივე განმეორდა!
რა ხდება? რატომ? რა არის ამის მიზეზი?
ქორ-პარიკმახერი
28 აგვისტო 2023 21:38
5
მართალი ხარ, მაგას ცდილობდა ბაგატსკისი მეტს კი არაფერს, რომ გაუბრაზდა ფხიკიანი ზუროსი შეაქცია ზურგი და დაანახა ლატვიელმა დასანახი და ჩვენ ავღშფოდით ეს რა გვაკადრაო.
კოტეს
28 აგვისტო 2023 21:23
1

სიახლეები პოპულარული