საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
მძიმე საყურებელი გამოდგა დღევანდელი თამაში.იმედია ამ მსოფლიოს შემდეგ ზუროსი დაგვიქნევს ხელს და უფრო კვალიფიციურ მწრთვნელს მოიწვევენ.ძალიან არაადეკვატური კაცია,თამაში რიტმს ვერ გრძნობს თუ ნევროზი აქვს,მიდი და გაიგე)))).მიუხედავად ყველაფრისა მასაც და მაკფადენსაც მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან,ეს ტურნირი მაინც პოზიტიურად ჩაითვლება ქართული კალათბურთის ისტორიაში
ქომაგი
28 აგვისტო 2023 18:25
2
ერთმა კაცმა მოგვიგო რა,რა უნდა ითქვას...მადლობლები ვართ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვმონაწილეობთ:)
Thanx
28 აგვისტო 2023 18:19
3
რა ცოტა 40 ქულა დაგვაკლდა სლოვენიის გასანადგურებლად..ვენესუელას ვინც ყველაზე მაგარი ბაბუა ჰყავდა ის წაექცა...აბა თქვენ იცით 14 ქულაზე მეტი არ წააგოთ.დამერე იყვირეთ..მევიგეეეთ ფეოლა მევიგეეეთ...თუ გგონიათ რომ კალათბურთს თამაშობთ...
ბუჯანგა
28 აგვისტო 2023 18:17
9
ფეხბურთში ცალკარა კალათბურთში ცალფარა, ამპარტავნები და უჯიგრონი, მარიამობა დღეს მაინც დაგედოთ ჯიგარი თქვე უჯიგროებო.
ვაჟა
28 აგვისტო 2023 18:13
24
მარიამობა რა შუაშია სპორტთან ))

მოვითხოვ პირველი ლოგიკა და პოზიტიური აზროვნება ისწავლებოდეს ქართულ სკოლებში ))
მარიამობა რა შუაშია ))
28 აგვისტო 2023 18:25
9
რიგით-ს,ხო გეუბნებოდი დონჩიჩი ცალი ხელით მოგვიგებსთქო!!!!ჩემფეხებს მოგვიგებსო!!
საბა
28 აგვისტო 2023 18:09
2
ზუროსი საოცარი მწვრთნელია;) მომენტებში ტიპს ბნედვა ემართება ისე იბნევა;) შენგელიას გარეშე გუნდა თამაში დაიჭირა, წინაც გავიდა, სლოვენია დაბნეული ჩანდა და ამ დროს ზუროსი სრულად ცვლის თამაშის ტაქტიკას და ისევ შენგელიაზე აწყობს თამაშს:) სლოვენიის კი არა დონჩიჩის მომგები რო
ვერ ვიყავით ისედაც ვიცოდით, მაგრამ ასეთ თამაშში კალათბურთი თავისუფლდ რომ ითამაშო ხომ შეიძლება?! დაცვა არ გამოგდის ადექი და შეტევას მაინც მიაწექი, მარა ვერა რა:)
პაატა
28 აგვისტო 2023 17:56
2
ერთი კაცი, რომ ჩაგიყრის 50% კალათში, ან ურქინეთ, ან უკბინეთ, ან რაღაცა უქენით! ჩვენებიდან განა ვერავინ ვერ გაიმეტა ეს ლუკა!
მწვრთნელი
28 აგვისტო 2023 17:55
6
მაგ ერთი ყრის ყველგან ნბ და ნაკრებში აღარ უნდა ითამაშონ მაგარი ლოგიკა გაქვთ რა ანალიზის გეყურებინა ნბ თანაშებდი ნახავ რანდენს ყრის იქ
Soso
28 აგვისტო 2023 19:23
1
ჯინჭარაძე გალიაში დამწყდეული მგელია...შე მაგაროოოო
მეიცა
28 აგვისტო 2023 17:54
2
ისე პ.ს. ინგლისურად ან სერბულ-ხორვატულად ჭინჭყლი როგორ ითარგმნება სლოვენიის ნაკრების სოც ქსელი მინდა ავიკლო:)))))) ხუმრობით, მაგრამ საზიზღარი გუნდია - მართლა:)) ყველა მატჩში წაგების მეტი არ მემეტება:))) ნეტა ეს ჩვენი ბოლო თამაში ყოფილიყო რომ ჩვენებს დაეთეთქვათ. კი იმსახურებდნენ ერთი ორ ალიყურს
იბერია
28 აგვისტო 2023 17:52
1
გეთანხმებით,ზოგადად ყოფილი იუგოსლავიის გუნდები ყველა სპორტში ეგეთი საზიზღები არიან(ხორვატიის გარდა). წუწუნი,ავატურისტობა და პროვოკაციების მოწყობა იტალიელებზე ნაკლებად კი არა,მეტადაც ეხერხებათ მგონი.მჯერა ავსტრალიაც და გერმანიაც სათანადოდ მიხედავენ ლუკასაც და მის აშარ ძმაბიჭებსაც,იმათთან არ მგონია,რომ დღევანდელივით კატის ბეწვივით გაუვიდეს ბენეფისების მოწყობა)))
დავი
28 აგვისტო 2023 18:21
5
ჯინჭარაძემ ენდვანი გააკეთა და ვიღაც ტიპს ორი კბილიც გააცალა..
ღადაობთ?
28 აგვისტო 2023 17:50
0

სიახლეები პოპულარული