საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
ეჰ ერთი ბელინგემი გვყავდეს რა ..ეს მაკფადენი ვინაა მძინარა
მადრიდისტი
28 აგვისტო 2023 17:47
7
შერმადინი მშობელივით არი, ბავშვებს რო დაყვებიან.. ისეთი ვიდი აქ
მეიცა
28 აგვისტო 2023 17:45
3
ვინც კალათბურთი კარგად იცით ამიხსენით, ნუთუ შეტევაში კომბინაციების დაგეგმვა ვარჯიშებზე არ ხდება? ან დაცვაში რა და როგორ უნდა გაკეთდეს, მხოლოდ ზეპირად უხსნიან?
მწარე
28 აგვისტო 2023 17:44
2
ესეთი საზიზღარი გუნდი იშვიათად მინახავს - სლოვენია იგულისხმება რა თქმა უნდა. პროვოკატორების და აფერისტების ნაკრებია.ჩვენებს რაც შეეხება არაუშავს რას იზავ დონჩიჩს ჩვენ კი არა მთელი ნბა დასდევს და ვერ აჩერებენ. დარწმუნებული ვარ ჩვენს მიზანს მივაღწევთ და მა
სოფლიოს საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდებით. ცხელი გულზეა ყველაფერი ნათქვამი მაგრამ გადავხედე კომენტარებს და რა ვქნა ბოდიში თქვენთან მაგრამ ასეთი კრიტიკაც არაა სწორი მანამ სანამ ტურნირზე ვართ და დასახული მიზანი კვლავ მიღწევადია. ორი ერთნაირი თამაში არ გამოდის თუ არ ხარ ლებრონი, კერი ან დონჩიჩი. ნუ არ ვართ და მოკალი ახლა.მთავარია თავი მაღლა და ვენესუელა ბეჭებზე. მიდით ბიჭებო
იბერია
28 აგვისტო 2023 17:44
6
ისლანდიასთან რამდენი ქულით გვაწყობდა წაგება?? და ეხლა???)))))))))
მადრიდისტი
28 აგვისტო 2023 17:43
3
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.მისი ზღვარგადასული ემოციურობა გუნდს უკვე მერამდენედ! ქულების დაკარგვით,ნერვიულობითა და სათამაშო რიტმის მოშლით უჯდება!
KOSTAKURTA
28 აგვისტო 2023 17:41
3
შერმადინს რა სჭირს ხო არ იცით ვინმემ???
აქაური
28 აგვისტო 2023 17:40
2
გილოცავთ გასვლას!!! ისევ ძმა ტავარეში ჩვენი სიამაყე დაგვეხმარა..
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
28 აგვისტო 2023 17:39
0
ვენესუელასთან 24 ქულას თუ წავაგებთ მაინც გავდივართ.. ბიჭო ბიჭო რა ხდება...ფრანცია სახშია უკვე))
ღადაობთ?
28 აგვისტო 2023 17:37
7
16 ქულა უნდა ვენესუელას და გავა
არითმეტიკა
28 აგვისტო 2023 19:12
1
ჯინჭარაძეს დასცინოდით და ტიპმა 12 ქულა ჩააგდო, ბითაძემ დაიჭიროს ეხლა თავის დინამიკი და ატაროს ისევ//
აქაური
28 აგვისტო 2023 17:35
2

სიახლეები პოპულარული