საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
ანდრონიკაშვილი და სანაძის ბიჭი მაოშორეთ ნაკრებს
ჯორჯო ბიძია
28 აგვისტო 2023 17:34
3
ყველაფერი მესმის სლოვენია ძლიერი გუნდია , მსაჯები ცუდად მსაჯობენ და ა.შ. მაგრამ ამ ანდრონიკაშვილს ნიჭიერ კალათბურთელად როგორ მოიხსენიებთ საერთოდ , ტიპს არც პასი უვარგა , არც გადატანა ბურთის , სროლაზე ზედმეტია ლაპარაკი !
კიდევ კარგი ჯგუფში გვყავდა კაბო ვერდე თორემ 0 მოგება გვექნებოდა.
მიხაელ
28 აგვისტო 2023 17:32
4
ზუროსი უნდა ეავიდეს მიყვეს შენგელია და ვინმე თუ ამიხსნის შერმანდინი მვპ როგორ ხვდება?
jordans
28 აგვისტო 2023 17:31
13
რატი. სანაძე . მაკფადენი. შერმადინი = 0
tomure
28 აგვისტო 2023 17:31
7
მკვდარზე ვენოკი
rembo
28 აგვისტო 2023 17:21
5
გასაგებია პერიმეტრის ან ვერ ვისვრით და პერიმეტრის ვერ ვიცავთ, შევეგუეთ(ხო მაგარი შესაგუებელია მაგრამ ეგრეა რა), მაგრამ ფარზე თამაში და 3 წამიანში რა უბედურება ხდებააა!!!
ეს თამაში მორჩა, არ ვართ მზად ესეთ გუნდებთან თამაშისთვის. მგონია რომ ზუროსს ჩვენთან დაასრულა ყველაფერი უკვე შარშან
ზურა
28 აგვისტო 2023 17:20
3
სანიკიძე!!!ყველაზე სუსტი და ცუდი ფედერაციის პრეზიდენტი ხარ!!!ამ პოსტზე იმიტომ ხარ რომ წინ წაწიო კალათბურთი,შენ კიდევ წამოკოტრიალებული ხარ პარლამენტში,სირცხვილიიიიიი!!!!!!
სანდრო
28 აგვისტო 2023 17:13
9
სანიკიძე რა შუაშია. ეს ბიჭები სანიკიძის დროს არ გაზრდილან. თუმცა აწი პროგრამმაანორმალური დასაწერი , მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა შეასრულოს დაწერილი. ასეთები კი კალათბურთში არ არიან. სრული უვიცობა და საქმის არაკთილმსახურება მწვრთნელების.
-
28 აგვისტო 2023 19:20
7
სანდრო ჯიგარო არ გეთანხმები, ძალიან მაგარი პრეზიდენტი გვყავს, კალათბურთის დიამაყე, ოცნების ერთ ერთი დამცველი და სიამაყე, მშენებარე კორპუსების მფლობელი, ფულზე შეყვარებული. ასეთი უნმუსობა როგორ შეიძლება, შეგნებულად აკეთებენ რომ წავაგოთ ხოლმე, ნეტა ჩამახედა სანიკიძის მაფიოზ ტვინში , ესეთი უნამუსო როგორ არის ამ დონეზე რომ თავისი სპორრის სახეობა ეზიზღებოდეს. არ ისვრიან პერიმეტრიდან ვოცხალი თავით. ნახე რა გააკეთა გუშინ იაპონიამ გაასაზიზღრა ფინეთი. დაიწყო საქართველოს ნაირი თანაში. და ნახა რომ სულ ისვრის გინეთი და ამათაც დაიწყეს სროლა და ყარეს და ყარეს. მაგრამ მარკოიშვილი კიდე ჰვეუბნება ოჭიდავეთ, არ ესროლოთ კალათში, 18 წამი გაიყვანეთ დრო და ნოლო 6 წამი გაააკეთეთ კომბინაცია. და მერე გამოვა ამ საიტის რედაქტორი დიხარულით რომ გავანადგურეთ თურმე ტავარესი და აწ კომენტარებში წერდა ხალხი რომ ვაიმე და უიმე. ისე ვარ გაბრაზებული ნერვებს ვერ ვიკავებ. ყველას გილოცავთ მარიამობას გვფარავდეს
ბექა
28 აგვისტო 2023 17:41
7
სანაძე მოაშორეთ!!!!
rembo
28 აგვისტო 2023 17:10
3
ზუროსი აგებს ტაქტიკურ ასპექტში ძალიან,კომბინაცია ვერ დაალაგეს მთელი ორი მეოთხედი.არადა პოტენციალი არის მხოლოდ ერთი დონჩიჩი გვიგებს.პლიუს ზუროსი ყველა გადამწყვეტ თაშში იღებს ტექნიკურ ჯარიმას ,რაც ასეთ დონეზე არ შეიძლება ფაქტიურად სლოვენოას დაეარა ფსოქოლოგიურად.
ანდრონიკაშვილი და მაკფადენი სკამზე.დემი დაკარჰვა საკუთარ ფარზე ძალიან დაბალი დონეა.ადეთი თამაშით წარმოუდგენელია მოჰება თუ რადიკალურად არ შეცვალა საქართველომ თამაშისადმი მიდგომა
ბესო
28 აგვისტო 2023 16:47
1
შენგელია საქართველოს ლიგის დონეზე თამაშობს!!!სუპერ ლიგის მოთამაშეები ჯინჭარაძე და ცინცაძე უფრო კარგად თამშობენ!!!!
გიორგი
28 აგვისტო 2023 16:47
4

სიახლეები პოპულარული