საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
მსაჯები ბაზარი არაა საზიზღრად მსაჯობენ მაგრამ ამ შენგელიათი რა ტვინი გაგვიბურღეს რა არის,დასვით რა სკამზე არ ცხვენია რას თამაშობს
სტუმარი
28 აგვისტო 2023 16:44
5
ფარი უნდა მოვხსნათ აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერ გუნდთან წარმატება გამორიცხულია. დაიწყო მეორე ტაიმი, აბა წარმატებები ბიჭები
ბექა90
28 აგვისტო 2023 16:40
0
ასეთი "მსაჯობით" არანაირი შანსი არ გვაქვს @ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით მსაჯებიანად @@ სლოვენიელებმა თავიდანვე წნეხში მოაქციეს "მსაჯები" და დაიმორჩილეს @ საერთოდ ეს ტაქტიკა ყოფილი იუგოსლაველების ერთერთი მტავარი იარაღია--მოედანზე თეატრალური ჟესტები და პროვიოკაციებზე წამოგებები @ ოდნავ შეხებაზე უდიდესი ტკივილის და ტანჯვის გამოხატვა და ეს თუ არ ჭრის მერე უკვე კამათი და ფსიქოლოგიური ზეწოლა ! ისე ყველაფერი მსაჯობის ბრალიც არაა--საკუთარ ფარზე ათამდე ბურთი მოგვიხსნეს !! ეს მაშინ როცა ამ მსოფლიოზე ერთერთი საუკეთესდო მაღლების ოთხეული გვყავს და რაც მოგვიხსნეს ყველა ქულებში გარდასახეს @ და ასეთი თამაშით სლოვენიას კი არა ვერავის ვერ მოვუგებთ !
zura222
28 აგვისტო 2023 16:37
2
შენგელია ახალ ბედასავით რატო თამაშობს??ამხელა გამოცდილების კაცს ასე ადვილად არ უნდა გიხსნიდნენ ფარიდან ბურთს!!!მამუკელაშვილი უფრო პროფესიონალურად თამაშობს!!!!
გაგა
28 აგვისტო 2023 16:37
1
ბურთებს ვერ ვხსნით ჩვენ კალათზე და რა უნდა ვთქვათ.
ეეე
28 აგვისტო 2023 16:37
1
მოთამაშეების ამ უდისციპლინობასა და უპასუხიმსგებლობას არა და არ ეღება ბოლო.ზუროსი კიდევ ხომ ამ ყველაფრის მოტივატორი და ეტალონია.
KOSTAKURTA
28 აგვისტო 2023 16:33
2
ამ სლოვენიას წაგების მეტს არაფერს უსურვებ შემდეგ ეტაპზე. საზიზხარი პროვოკატორი და მტირალა გუნდია. გრეკები -2 კალარბურთში
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
28 აგვისტო 2023 16:29
7
მაკფადენი სკამზე უნდა იჯდეს. ძალიან ცუდ ფორმაშია.
ქ. გ.
28 აგვისტო 2023 16:27
5

სიახლეები პოპულარული