- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში გერმანიამ ფინეთი 101:75 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
დენის შროდერმა და ისაკ ბონგამ თანაბარი, 15-15 ქულა ჩააგდეს, ჯონ ტილმანმა - 13, ხოლო მორიც ვაგნერმა - 12.
ფინელების მხრიდან ოლივერ ნკამუამ თავი 14 ქულით გამოიჩინა, ილარი სეპალამ და ლაური მარკანენმა გუნდს 12-12 ქულა შესძინეს.
რაც შეეხებათ სკანდინავიელებს, 2-დან 2 წაგებით ფინეთის ნაკრები ჯგუფში ბოლო, მეოთხე პოზიციას იკავებს.