სერბეთმა ლიეტუვა დიდი ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს [VIDEO]

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში სერბეთი ლიეტუვას დაუპირისპირდა და 87:68 დაამარცხა

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი გახდა. გამოცდილმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ლიეტუველთაგან ტადაშ სედერსკისმა თავი 14 ქულით, 9 მოხსნითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა იონას ვალანჩუნასს, ლიეტუვის ნაკრების ცენტრმა საკუთარ გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ამრიგად, სერბეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს. სვეტისლავ პესიჩის გუნდის მომავალი მეტოქე სულ მალე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, იტალიისა და  ამერიკის  ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 16:40 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები სერბეთს
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
06 სექტემბერი 2023 10:57
0
მაგას მეც ვფიქრობდი, რას იკლაბდნენ თავს აშშ-თან არაფრის მომცემ თამაშში, და დაეჯახნენ კიდეც სერბებს. მაგათ ადგილას ჭკვიანურად ძალებს დავზიფავდი, სერბებს აშშ-ს დავაჯახებდი, და თვითონ კიდე ცუდ ფორმაში მყოფ იტალიელებთან ვითამაშებდი. გადამწვარებივით იყვნენ დღეს, ტრენერიც ბუტბუტებდა რაღაცას, ხმა ამოიღე, შე კაცო. შეაჯანჯღრე, ნარა რად გინდა...
ცოფიანი სპილო
05 სექტემბერი 2023 21:01
0
დარჩა კარინაუსკასი ენაგადმოგდებული. ლიეტუვა კლასით მაღალია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მეორეხარისხოვანი. კარინაუსკასი, მოტეიუნასი - გაბღენძილი ბაცნებივით იქცევიან მოედანზე, არადა რა ლამაზ თამაშს თამაშობს ხოლმე ლიტვა.
ვანდა ჯიქია
05 სექტემბერი 2023 18:13
0
სერბეთი - აშშ.ფინალშიი
კავთე
05 სექტემბერი 2023 17:56
0
ზოგი პროდასავლელი ანუ იგივე ლიბერასტი რას უძახის სერბებს? რუსებზე უფრო რუსებიო?
შვედუნა
05 სექტემბერი 2023 16:19
15
გადაიწვა ლიტვა....
გიორგი 50
05 სექტემბერი 2023 15:54
1
ნახევარფინალში?
არდილეს
05 სექტემბერი 2023 14:48
0
ასე ხდება,როდესაც არაფრისმომცემ თამაშში თავს შეაკლავ ამერიკას და მოუგებ.რა მოიგეს ლიეტუველებმა ამ მოგებით.სერბეთს რაც შეეხება,მთავარი ფავორიტი ჩანს ეს გუნდი გერმანიასთან ერთად.
Master
05 სექტემბერი 2023 14:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული