ქართველების მორიგი მსხვერპლი რუსული კლუბი "ოლიმპი 97" გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 80:52 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ გიორგი კორსანტია გახლდათ, რომელმაც 23 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა მიითვალა გიორგი კუჭავამ, აკაკი ფიფიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.
დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 17:30 საათზე შვედურ "ლულეასთან"
წყარო: gbf.ge