ქართველმა 20-წლამდელებმა ევროპის ლიგის მეორე წრე 5-დან 5 მოგებით დაასრულეს

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე ქართველების ტრიუმფით დასრულდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 5-დან 5 მატჩი მოიგო და მეორე წრის გამარჯვებული გახდა – მთლიან ჩათვლაში კი, 2 წრის ჯამში, გვარიანად დაწინაურდა.

ევროპის 20-წლამდელთა ლიგის მეორე წრეს ლატვიის ქალაქმა ვენტსპილსმა უმასპინძლა, სადაც საქართელოს ნაკრებმა ყველა ოპონენტი საკმაოდ იოლად დაამარცხა. ჩერქეზიშვილის გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით სძლია "კალევს" (82:47), "ალვიკს" (84:52), "ოლიმპ 97"-ს (80:52), "ლულეას" (66:54)… დღეს კი მეორე წრის ბოლო შეხვედრაში პოლონურ "ლიუბლინს" 79:46 მოუგო და ტურის გამარჯვებული გახდა.

პოლონელებთან მატჩში ქართველებს
დავით აფხაზავამ ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 ჩჭრა ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზეა. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 11 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებს 2 წრის შედეგებით 9 მოგება და 1 მარცხი აქვს. ევროპის ლიგის ბოლო – მესამე წრეს ქართველები ლატვიის დედაქალაქ რიგაში 23-25 თებერვალს ითამაშებენ და თუკი 4 საუკეთესო გუნდში მოხვდებიან და ალბათ, ასეც იქნება, ოთხთა ფინალში ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ წელს ითამაშა ამ ტურნირის ოთხთა ფინალი და მესამე ადგილი დაიკავა.


მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქედან კლუბებია და აქედან ნაკრები???? ახსნით რატომ.
haha
17:27 10-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული