საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები უნგრეთთან 13 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მარცხი განიცადა. ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილი გუნდი უნგრეთს შეხვდა და მატჩი 13 ქულის სხვაობით – 74:87 დათმო.

არადა, საქართველოს ნაკრები, რომ იტყვიან, მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში იყო და წარმატების შანსს ინარჩუნებდა. მატჩის დასრულებამდე 3,40 წუთით ადრე ქართველები მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ (69:72), თუმცა გადამწყვეტ მომენტში ვერ იყოჩაღეს და შეხვედრა უიმედოდ დათმეს.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულითა და 9 მოხსნით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 13 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა დავით
კაკუშაძემ, ზურაბ ჟღენტის ანგარიშზე კი 11 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები დღეს, 29 ივლისს, ავსტრიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არ დებთ შედეგს?ეტყობა ესეც წააგეს?
სოსო
12:15 30-07-2018
0
ამ თამაშისათვის არ მიყურებია და კონკრეტულად ამ მატჩზე ვერაფერს ვიტყვი(არ ვიცი რატომ არ იყო სტრიმი),მაგრამ 20 წლამდელების და ამ ბიჭების თამაშს რომ ვუყურებ,ასე მგონია სადღაც კემპზე არიან და ყოველი მათგანი ცდილობს ვიღაცას აჩვენოს,რომ აი ის არის ყოჩაღი და მაგარი.შეიძლება ეს მართლაც კემპია და მათ აკვირდებიან,მაგრამ მწვრთნელმა მაინც ხომ უნდა აუხსნას,რომ თუ გუნდურად არ თამაშობ,შენი ეფექტიანობა ნახევრდება?გოლდენ სტეიტი რომ გოლდენ სტეიტია და უდიდესი ინდივიდუალისტებით არის დაკომპლექტებული,ისინიც კი,როცა გაუჭირდებათ,გუნდურ თამაშზე გადადიან და ამით გააქვთ ლელო.ჩვენს ბიჭებს რომ ვუყურებ,სწორედ ამ გუნდურობას ვერ ვხედავ,ორი სამი კაცი დაათრევს ბურთს და სხვების ყოფნას მოედანზე არ იმჩნევენ.ამ პირობებში სრულიად ლოგიკურია ის ქაოსი,რაც ჩვენი თამაშის მთავარი ნიშანი გახდა,უამრავი ბურთის უაზრო დაკარგვით და უაზრო ბურთის გადაგდებებით,უიმედო სროლებით და ყოველი პერიოდის ბოლოს,დაღლილობის გამო კიდევ უფრო დიდი სისულელეების კეთებით.მწვრთნელმა შეგირდს სწორად თამაში რომ ასწავლოს,თვითონ უნდა იცოდეს სწორი თამაში როგორ უნდა.რაც კი საშუალება მომცემია და ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების თამაშებისათვის მიყურებია,ყველგან თვალში საცემია გუნდების არასწორი თამაში და ამას მივყავარ იმ აზრამდე,თვითონ მწვრთნელებმა არ იციან,როგორ უნდა ათამაშონ გუნდი სწორად და ეს აზრი სულ უფრო მიმტკიცდება.ლიცენზია ამ საქმეს ეტყობა არ ჰკმარა,უფრო მეტია საჭირო.რეგბისტების მაგალითი მარწმუნებს,რომ ჯერ მწვრთნელი უნდა გაზარდო და შემდეგ ამ მწვრთნელს გააზრდევინო კვალიფიციური სპორტსმენი.სხვანაირად არ გამოდის.ასევეა ფეხბურთშიც.გაზრდას რომ ვამბობ,მხოლოდ ფიზიკას და ტექნიკა ტაქტიკას არ ვგულისხმობ,უმთავრესი მაინც მენტალურ ჩამოყალიბებას ვგულისხმობ,პატრიოტიზმის,გუნდურობის შეგრძნების გამძაფრებული აღქმის ჩამოყალიბებას,ერთმანეთის პატივისცემას და ურთიერთ გატანას.შემდეგ კი წმინდა სპორტული კომპონენტების დახვეწა, უკვე გაცილებით ნაყოფიერად მოხდება
სოსო
14:20 29-07-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული