U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის სტარზე სლოვაკეთი გაანადგურა

AutoSharing Option
26 ივლისს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში სტარტი აიღო კალათბურთში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა B დივიზიონში. საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში სლოვაკეთს 80:45 სძლია.

მეტოქემ მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია თემურ კანკიას გაწვრთნილ გუნდს წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 32:26 მოიგო. მესამე მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა 22 ქულით მოიგეს და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

რატი ანდრონიკაშვილმა 16 ქულა ჩააგდო, ალექსანდრე მერკვილაძემ 15, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა კი - 13.

მარგი ქმედების 26-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანდრონიკაშვილი გახდა.

მოხსნებში საუკეთესო ჩვენი გუნდის ცენტრი საბა გიგიბერია (სიმაღლე 216 სანტიმეტრი) იყო -
4 ქულა, 11 მოხსნა და 2 დაფარება.

საქართველოს ნაკრები, 27 ივლისს, მეორე ტურში დანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბავშვი გიგიბერია მეტი უნდა მოუმატოს
levani
23:41 26-07-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული