U18. საქართველოს ნაკრებმა დანიაც არ დაინდო

AutoSharing Option
27 ივლისს, რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა დანია 85:40 დაამარცხა.

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა მძიმედ დაიწყო, შუა პირველ მეოთხედში 1:3-ს აგებდა, თუმცა შემდეგ თამაში დაალაგა, პირველი პერიოდი 11 ქულით, ხოლო პირველი ტაიმი 37:25 მოიგო.

ისევე როგორც პირველ ტურში სლოვაკეთთან, საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა (მესამე მეოთხედში მეტოქეს 15 ქულით გაექცა) და საბოლოოდ დამაჯერებლად იმარჯვა.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა ჩააგდო, 14 რატი ანდრონიკაშვილმა, 12-12 საბა გიგიბერიამ და ლაშა მიქელაძემ, 9-9 ირაკლი
კილაძემ და ბიძინა ფეიქრიშვილმა.

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიგიბერია 20-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა - მან 12 ქულის გარდა 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

თემურ კანკიას შეგირდებმა ტურნირის სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს - პირველ ტურში სლოვაკეთი 80:45 გაანადგურეს.

შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 28 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს. დასაწყისი 19:30 საათზე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
Yოჩაღ ბიჭებო, მაგრამ დანია რა გუნდია. უკეთესი გუნდები დაგემარცხებინოთ.
ddgfdf
04:03 28-07-2019
0
ტრავმა ვინ მიიღო.სერიოზულია?
სოსო
23:13 27-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული