U18. საქართველოს ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში გასვლის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

საქართველოს კონკურენტად ირლანდია დარჩა, რომელმაც დღეს დანია დაამარცხა და უკრაინის მსგავსად, 4 ტურის შემდეგ 2-2 მოგება-წაგება აქვს.

31 ივლისს, ჯგუფის ბოლო მატჩში, საქართველო ირლანდიას ხვდება და თუ გაიმარჯვა, პლეი-ოფში გავა, არადა, ჯგუფიდან გასვლის საკითხს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს, რისი დაანგარიშებაც ახლა ცოტა ნაადრევია.

საქართველომ უკრაინა ღირსეულ, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. სლავები საკმაოდ კარგად
გამოიყურებოდნენ, მთელი თამაშის მანძილზე ღირსეულად გვეპაექრებოდნენ და მხოლოდ ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში გატყდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და სწორედ მაშინ ითამაშეს შედეგიანად, სადაც საჭირო იყო.

პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ, მესამე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა გაქცევა მოაწყო, რაც ძირითადად გუნდური თამაშით იყო განპირობებული. ბურთების უმეტესობა კი აღნიშნულ პერიოდში რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო და საქართველომ ათწუთეულის 27:17 მოგებით ბოლო პერიოდის წინ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა - 64:54.

ბოლო პერიოდში ქართველებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და უკრაინელთა ყველა მცდელობა ჩანასახშივე ჩაახშვეს. მაქსიმუმი, რასაც სლავებმა მიაღწიეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 85:73 მოიგო და ჯგუფში დაუმარცხებელი ჩრდილოეთ მაკედონიის ზურგსუკან, მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო. 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ანზორ ნადირაძემ. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ალექსანდრე მერკვილაძემ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ლაშა მიქელაძემ კი შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, 31 ივლისს, ირლანდიასთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა იტალია თურქეთის რეპორტაჟი ჩავრთე და თამაშის დაწყებიდან 7 წუთი რომ იყო გასული,იტალია იგებდა 9-0.ასეთი რამე არასოდეს მინახია.
სოსო
15:55 31-07-2019
0
რომელ საათზეა რეპორტაჟი?
სოსო
15:33 31-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული