U18. 20-წლამდელების დარად 18-წლამდელებიც ევროპირველობის მეოთხედფინალში დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 44:67(!) დამარცხდა.

ამ შეხვედრის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს კალათბურთელებს უფრო მეტოქის ტანმაღალ ცენტრებთან გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენი გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ამაზე ანგარიში და სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: ბურთის მარტივ სიტუაციებში გაუთავებლად დაკარგვა, გაცუდებული სამქულიანების პროცენტული მაჩვენებელი, არაორგანიზებული, სწორხაზოვანი თამაში და ა.შ.

არადა, თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 29:26 მოიგო, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მხოლოდ 15 ქულა ჩააგდო და დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნით და 2
შედეგიანი გადაცემით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელსაც თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

სამწუხაროდ, 18-წლამდელები 20-წლამდელების დარად 1/4 ფინალში დამარცხდნენ და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგეს, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების და საერთოდ, ბავშვთა კალათბურთის პრობლემებზე მეტყველებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მეგობრებო, ვიცი, რომ ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, გვინდოდა, რომ ა დივიზიონში გადავსულიყავით... მაგრამ წავაგეთ პორტუგალიასთან u 20, წავაგეთ პოლონეთის ნაკრებთან U18... მაგრამ თუ იცით, რამდენი აქვს პოლონეთის ნაკრებს დაფინანსება? ხელფასი? ან პორტუგალიის ნაკრების რამდენი კალათბურთელი თამაშობს ამერიკის კონტინენტზე კოლეჯის გუნდებში? ჩვენ კი ერთი ლეგიონერიც კი ვერ ჩამოვიყვანეთ... საქართველო რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანააა...ეს ფაქტია... ბიჭები ცარიელი ენთუზიაზმით და მინიმალური ფინანსებით ევროკავშირის უძლიერესი ქვეყნების გუნდებს ებრძვიან და ჩვენ ელემენტარული კეთილი სიტყვა და გამხნევება გვენანება.... კი ბატონო მეტი გვინდოდა, მათ რა არ უნდოდაათ? თავი დაზოგეს? მეც მაგარ გატეხილში ვარ.... მაგრამ მთავარია ბიჭები გავამხნევოთ... ყველაფერი წინ აქვთ.... ანდრონიკაშვილსაც და მთელ გუნდს მინდა გამარჯვებები ვუსურვო... ღმერთი ფარავდეთ!
გიორგი48
03 აგვისტო 2019 21:06
4
არ მესმის რას ქვია მაქსიმალისტები ვართ? აბა მინიმალისტები უნდა ვიყოთ? ორივე ასაკობრიცისთვის ამოცანა იყო ა დივიზიონში გადასვლა, ორივე ჩაფლავდა! იქაც და აქაც ანდრონიკაშვილის "ბლატნოი" კალათბურთს ვუყურეთ. ზუროსმა რომ ათამაშა თბილისში მაშინ დავწერე გააფუჭეს პერსპექტიული ბიჭითქო და სამწუხაროდ ეგრეც ხდებ, ავარდნილი აქვს თავში. გურასპაულმა ისე დაამთავრა თავისი კარიერა რომ პერსპექტიული კალათბურათელის კატეგოირიას ვერ გასცდა, ხოდა წესიერი ხალხი უნდა ფედერაციში ასეთებად რომ არ დაგვირჩენ ეს ბავშვები!
პაატა
02 აგვისტო 2019 23:17
2
კი ბატონო, ორივე ასაკობრივი წარუმატებელი იყო მეგობრებო, მაგრამ ახლა იქნებ გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები... საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ და წინ ვიყუროთ... დარწმუნებული ვარ საწადელს უახლოეს ტურნირბზე მივაღწევთ...
გიორგი48
03 აგვისტო 2019 13:20
1
ჩვენი ფედერაცია ტინგიცზეა გადასული და თაობას ვინ გაზრდის?
Nnn
02 აგვისტო 2019 22:59
1
კატასტროფა არ მომხდარა, ბოლოსდაბოლოს 8 საუკეთოსოს შორის მოვხვდით, U18-ს ვგულისხმობ, მაგრამ ჩვენ ქართველები ხომ მაქსიმალისტები ვართ.... და ევროპაში ,,დინამომ" ჩემპიონთა თასი მოუგო მადრიდის რეალს.... მინდა ბიჭებმა და მწვრთნელებმს სწორი დასკვნები გააკეთონ.... ეს ჩვენი ეროვნული ღირსების საქმეა...
გიორგი48
02 აგვისტო 2019 22:26
17
ვერ დაგეთანხმები გიორგი.20 წლამდელებმა იბრძოლეს და მართალია წააგეს,მაგრამ რაც შეეძლოთ,გააკეთეს და დიდი კრიტიკა არ ჰქონიათ.ამათ კი მეორე ტაიმში თამაში ფაქტობრივად შეწყვიტეს.ეს კი არავის ეპატიება.ჯერ კაცები არ არიან,მაგრამ აღარც ბავშვები ეთქმით და ასე ხელების ჩამოშვება არ ეპაატიებათ,თუ არ მივუთითეთ და მაგრად არ გავწურეთ,ასე დანებებას მიეჩვევიან და მორჩა,აღარაფერი გამოვა ამათგან.უნდა გაიგონ,რომ ბრძოლაში დამარცხებას გავიგებთ,მაგრამ თუ უბრძოლველად დათმობენ ქვეყნის ღირსებას,მაშინ სჯობს კალათბურთს შეეშვან და სხვა საქმე მონახონ პროფესიად.სწორედ ახლა აქვთ არჩევანის გაკეთების ასაკი.
სოსო
04 აგვისტო 2019 17:49
0
ჰო, მაგრამ B დივიზიონის 8 საუკეთესოს შორის :) ნუთუ ეს ვინმესთვის მისაღებია?!
გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 23:25
0
აე ეს არის იმ სასათბურე პირობების შედეგი , როცა ხელოვნურად ხდება პოზიციებზე უკონკურენტოდ დატოვება მოთამაშეების და სრული კარტბლანშის მიცემა . გაიგეთ , ერთხელ და სამუდამოდ , რომ დათვურ სამსახურ უწევთ თვითონ იმ მოთამაშესაც და მერე გუნდსაც და ნაკრებსაც . მოთამაშე თუ ზურგს უკან , ჩასაფრებული კონკურენტის სუნთქვას არა გრძნობს , კონცნტრაციას კარგავს . სამწუხაროა , ასაკობრივი ნაკრებებიდან , ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ამ ნაკრებს ყავდა , იმედი მქონდა რომ ა დივიზიონში გადავიდოდით .
ATP 16
02 აგვისტო 2019 22:24
0
ზედიზედ ორი, სრულიად სამარცხვინო ტურნირი ვიხილეთ ჩვენი ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით.
18-წლამდელებს რაც ეხება, ერთადერთი, ვინც მეტ-ნაკლებად ნორმალურ კალათბურთს ითამაშებს მომავალში, ეს ანდრონიკაშვილია. დანარჩენების პერსპექტივა კი ნულოვანი ჩანს.
ახლა კიდევ ჟურნალისტები რომ გაიძახიან, აი, გიგიბერია რომ დაშავდაო, ეგ რომ ყოფილიყოო... ჯერ ერთი, აშკარად სათადარიგო მოთამაშე იყო და მეორეს ერთი, ამ როლშიც უსუსურად გამოიყურებოდა, ტიპი ბიურთს ხელშ ვერ იმაგრებდა ნორმალურად.
გულშემატკივარი
02 აგვისტო 2019 21:46
0
კალათბურთი გუნდური თამ,აშია,მაგრამ გუნდურად რომ ითამაშო,გუნდი უნდა გყავდეს.ამ თამაშში კუ გუნდი პირველი პერიოდის 7 და მეორე პერიოდის 5 წუთი იყო მაქსიმუმ.პირველი ტაიმის დანარჩენი დრო ინდივიდუალური თამაშით კიდევ გაიქაჩა,მაგრამ მეორე ტაიმი ამ ასაკის ბიჭებისთვისაც კი სამარცხვინო იყო.ყველა ბურთის თავიდან მოშორებას ცდილობდა და შეტევაში საერთოდ აღარაფერი კეთდებოდა გუნდურად.არც ანდრონიკაშვილი წყვეტდა ვარსკვლავებს,უამრავი უაზრო შეცდომა დაუშვა,მაგრამ როცა გუნდი არ მოგდევს,შენს თავზე უნდა აიღო თამაში და ერთად ერთი ვინც ფარქვეშ შესვლით ქულების აღებას ახერხებდა,ამდრონიკაშვილი იყო,დანარჩენები კი უბრალოდ ჰკარგავდნენ ბურთს.18 წლის ბიჭებს უკვე იმხელა კაცობა უნდა ჰქონდეთ,რომ ასე სამარცხვინოდ არ დადგნენ და დედის ტირილით ძახილი არ დაიწყონ.კაცობა ბლანჟეს დაყენებაში კი არა,კაცურ საქციელში გამოიხატება და დღეს კაცები ვერ ვიხილეთ სამწუხაროდ.
დროის საკმაოდ პატარა მონაკვეთში რამდენიმე ასაკობრივი ნაკრების თამაში ვნახეთ და ძალიან მძიმე შთაბეჭდილებები დამიტოვა,ჩვენი დიდი ნაკრების მომავალ შევსებაზე.რატი რომ რატია და უკვე ჰქობდა დებიუტი დიდ ნაკრებში,ისიც კი ვერ გამოირჩევა სათამაშო ინტელექტით და თამაშის გაგებით,უბრალოდ პერსპექტიული ინდივიდუალისტია.იმედია თანდათან გაიხსნებიან, თორემ არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს ამ ნაკრებების შემხედვარე
სოსო
02 აგვისტო 2019 21:01
0
რატი ნიჭიერი ბიჭია უდაოდ, მაგრამ უნდა დაარიგონ, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია... იქნებ ვისაც ეს ევალება, სწორი ანალიზი გააკეთონ....უკვე მერამდენედ ვუშვებთ იდენტურ შეცდომებს.... ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბიჭები....
გიორგი 48
02 აგვისტო 2019 19:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული