U18. საქართველოს ნაკრები მალტასთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები მალტასთან დამარცხდა. ანდორაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალში ქართველებმა ვერ მოახერხეს ბოლომდე მობილიზება და მალტელებთან შეხვედრა 5 ქულით – 48:53 წააგეს. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი პირველი პერიოდის შემდეგ 10 ქულით ჩამორჩა და მას შემდეგ ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრებში 10-10 ქულა სამმა კალათბურთელმა – ნინო გადელიამ, ქეთი დანელაშვილმა და თამარ პაპუაშვილმა დააგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით კი საუკეთესო ლია მიქიაშვილი გახლდათ, რომელმაც 6 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე გიბრალტარს მოუგო, ხოლო სომხეთთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა. მეორე ნახევარფინალში სომხეთმა ანდორას მოუგო და მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველოს მეტოქე ტურნირის მასპინძელი ანდორა იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული