U18. საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან შეხვედრა დათმო

AutoSharing Option
სკოპიეში მიმდინარე 18 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯის ფარგლებში, საქართველო სერბეთის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდა და სენსაცია ვერ მოახდინა. ბალკანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 91:48 და ჯგუფში ესპანეთთან ერთად დაუმარცხებლად ლიდერობენ.

დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ქართველებმა მეტოქეს ბოლო პერიოდი მინიმალური სხვაობით – 18:17 მოუგეს, თუმცა მანამდე სერბებისთვის, ფაქტობრივად, წინაღობა არ არსებობდა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 26:12, ხოლო მეორე – 26:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 34-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მესამე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა და სერბების ლიდერობამ 40 ქულას გადააჭარბა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო
ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 15 ქულა მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა. 6 აგვისტო ტურნირზე დასვენებაა, ხოლო 7-ში ჩვენი ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველა ხედავს, რომ ურემი გადაბრუნებულია, გზა თუ ჩანს?
გიორგი 50
07 აგვისტო 2021 10:25
0
გრცხვენოდეთ!!.. ვისაც ეს ეხება
ქართველი
06 აგვისტო 2021 16:33
0
მესმის რომ ძლიერი ნაკრებია სერბეთი მაგრამ 43 ქულიანი სხვაობით წაგება რა უბედურებაა, რა ახდება ამ ნაკრებში იქნებ ვინმემ ახსნას. ძალიან სამარცხვინო შედეგია და სტატიის პათეტიკა აბსოლუტურად შეუსაბომო!
Irakli
06 აგვისტო 2021 12:31
0
ამის გამო გაუშვით მამუკა ტურაშვილი გუნდიდან ? რამდენი გადაიხადა ლიკლიკაძემ , ყველა ასაკში რომ გამთამაშებლად დგას ? ან საიდან მოიყვანეთ 24 ნომერი , რომელიც რა სპორტის სახეობაში გამოდის არც იცის მგონი . გულიაშვილი , სულაბერიძე , კაკულია , ტაბატაძე-ეს ხალხი დინამოს მოტორია და ნაკრებისაც იყო წლების მანძილზე ტურაშვილთან ერთად ! მე კი ვიცი რატომაც გაუშვით , ფეხებზე ეკიდა თქვენი ნეპოტიზმი და მაგიტომ , ხოდა პასუხიც აგეთ ამ სირცხვილზე მაშინ ფედერაციამ .
ATP 16
06 აგვისტო 2021 10:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული