თბილისში მიმდინარე გოგონათა ევროჩელენჯში ალბანეთი დაწინაურდა

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება 16 წლამდე გოგონათა ევროჩელენჯი, რომელშიც 5 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. 10 აგვისტოს მეორე ტურის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან მეტ ინტერესს საქართველოსა და ალბანეთის დაპირისპირება იწვევდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა ქართველმა გოგონებმა, რომლებმაც ტურნირის სადებიუტო მატჩში მალტასთან უიმედოდ წააგეს, დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშეს. თანაც მეტოქედ საკმაოდ სოლიდური ალბანეთი იყო, რომელმაც პირველ ტურში სომხეთი 23 ქულით – 61:37 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მეტი თავდაჯერებით ითამაშა. პირველი მატჩის შემდეგ ყიფშიძის შეგირდები უფრო გამოცდილად გამოიყურებოდნენ და რაც შეეძლოთ, მეტოქეს წინააღმდეგობას
უწევდნენ. მართალია, გამარჯვებაზე ლაპარაკიც არ იყო, თუმცა, რაც მოედანზე იყვნენ, არც ერთ გოგონას თავი არ დაუზოგავს და თამაშიც ღირსეულად ჩაამთავრეს.

ჩვენი გუნდის ნათელი წერტილი გახლდათ ლიკა კვირკველია, რომელმაც 17 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. იტალიაში მოთამაშე ქართველმა გოგონამ 11-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მას შემდეგ ქართველთაგან შედეგიანი 7 ქულით ელისაბედ ხიმშიაშვილი გახლდათ. მატჩი ალბანელთა გამარჯვებით – 65:37 დასრულდა.

ამ მატჩამდე მალტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება შედგა. ქართველების იოლად მძლეველმა კუნძულელებმა თავად უიმედოდ წააგეს ჩრდილომაკედონიელებთან – 53:91.

11 აგვისტოს, მე-3 ტურში, საქართველო სომხეთს (19:00), ხოლო ალბანეთი ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული