U16. ბოლო წამზე გაცუდებული სამქულიანი და საქართველოს ნაკრების დასანანი მარცხი ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროჩელენჯის ფინალში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უნგრეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 72:75.

მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა, საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე მადიარელთა შეტევა ჩვენმა გუნდმა მოიგერია, შეტევაზე უკანასკნელ წამზე სამქულიანი გიორგი ბერუაშვილმა ვერ ჩააგდო და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა ვერ მოხერხდა.

საქართველოს ნაკრებიდან 16 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუკა ლომთაძე იყო, რომლის ანგარიშზე 9 მოხსნა და მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტია. 20 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბალინტ სზიოკე გახლდათ.

შეგახსენებთ, ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა
უნგრეთს ჯგუფში 61:51 სძლია, საერთოდ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ქებას იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნგრეთან წაგება რო გიხარიათ და კვიპროსთან მოგება შედეგათ ემანდგაქ დარხეული.აფსუს რა დრო დადგა.
Zaza
10:34 22-08-2021
0
Tamashi caages araferi dasanani cavaget gunduri tamasho iyo 0 .
ბაჯო
10:00 22-08-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული