საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე წაუგებლად დაასრულეს

AutoSharing Option
5 თამაში და 5 გამარჯვება – ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც და თბილისურმა კლუბმა “ვინგსმაც” რიგაში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურში. ლატვიის დედაქალაქმა აღნიშნული ტურნირის მეორე წრეს უმასპინძლა, რომლის ეგიდითაც გუნდებმა 5-5 მატჩი გამართეს. ქართული გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ორივე მათგანმა ყველა მეტოქე დაამარცხა და 1-2 ადგილები დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრე 13-16 დეკემბერს ვილნიუსში გაიმართა და მაშინ ნაკრებმა 5-დან 2 მატჩი მოიგო, ხოლო "ვინგსმა" – 3. ამჯერად ქართველები ბევრად კარგ ფორმაში შეხვდნენ თამაშებს და მეორე წრე წაუგებლად
განვლეს.

ბოლო შეხვედრები 30 იანვარს გაიმართა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ნაკრებმა ლატვიური “რიძდენე” 76:63 (სტატისტიკა) დაამარცხა. ფენომენალური შედეგი აჩვენა ჩვენი ნაკრების ცენტრმა ავთანდილ ბახტაძემ, რომელიც ლიეტუვაში, კაუნასის “ჟალგირისში” ასპარეზობს. მან 27 ქულა, 21 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 27 ქულას მოუყარა თავი გოგიტა ბუკიამაც.

რაც შეეხება “ვინგსს”, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში – 44:41 (სტატისტიკა) დაამარცხა ესტონური “ტარტუ”, რაშიც გიორგი ნიკოლაევმა და ნიკოლოზ გიორგაძემ მნიშვნელოვანი წილი დაიდეს. ნიკოლაევმა 9 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, ხოლო გურგენიძემ - 11 ქულა. ანდრია მდინარაძის ანგარიშზე 9 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიᲭების წარმატებაა და არა ფედერაციის.
ფედერაცია ისევ აგრᲫელებს პერსპექტიული ბავᲨვების გვერდზე გაწევას.
ოჯახᲨი გვქონდა ომიკრონი ერᲗ ბავᲨვს პსრ ტესტიᲗ არ დაუდასტურდა და 6 დᲦიანი იზოლაციაც მოიხადა.დაბარებული იყო გაფარᲗოებულზე და არ გაუᲨვი რადგან ᲨიᲫლებოდა ტანსაცმლიᲗ გადაეტანა ვირუსი და სხვები დაეᲨავებინა.
ერᲗი კვირის მერე აᲦარ დაიბარეს.
ეს Თუ სამარᲗლიანი მიდგომაა ᲗქვენᲗვის განმისჯია...ასე არაფერი არ გამოვა
მოქალაქე
22:12 05-02-2022
1

21:49 05-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული