ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა, რომელიც წილისყრაში უშუალოდ მონაწილეობდა და ჯგუფებში რამდენიმე ნაკრებს ადგილიც მიუჩინა. მაშ ასე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, კოსოვოსთან და ავსტრიასთან ერთად.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
მთლიანობაში, თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.
თბილისში 15-24 ივლისს გასამართი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და საქართველოსა და სხვა ქვეყნებთან ერთად მასში მონაწილეობას მიიღებენ საკმაოდ ძლიერი სერბეთის, ლატვიისა და პოლონეთის ნაკრებები.
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი რუმინეთის ქალაქ ორადეაში 2020 წლის 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ნიდერლანდებთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ბულგარეთთან, ნორვეგიასა და კოსოვოსთან ერთად მოხვდა. ამ ასაკობრივ ჩემპიონატში B დივიზიონში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფში გადანაწილდნენ. აქედანაც 2-2 საუკეთესო გავა მერვედფინალში და A დივიზიონში გადასასვლელი საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.
16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
16-წლამდელთა B დივიზიონი 11-20 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდება. აქაც 24 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბება და გათამაშების ფორმატიც სხვა ასაკობრივი პირველობების ანალოგიური იქნება. D ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესტონეთი, ბელგია, უნგრეთი, კვიპროსი და ავსტრია.
18 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (C დივიზიონი)
ვაჟებთან ერთად ჩატარდა გოგონათა ევროპირველობათა კენჭისყრაც. საქართველოს ნაკრები 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში ასპარეზობს. 18-წლამდელთა ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს, რომელსაც 26-31 ივლისს ანდორა უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან გიბრალტარისა და მოლდოვის გუნდები.
20 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (B დივიზიონი)
რაც შეეხებათ 20 წლამდე გოგონებს, B დივიზიონი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ აკოპიეში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. საქართველო B ჯგუფში გერმანიის, ისრაელის, ისლანდიისა და სომხეთის ნაკრებებთან იასპარეზებს.
gbf.ge
ქართველი 14-წლამდელების თითო მოგება - წაგება ევროპის ლიგაზე
საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე 2-2 გამარჯვებით დაიწყეს
ბავᲨვები მაინც დადიან ვარჯიᲨებზე და სად მივლენ არა აქვს მნიᲨვნელობა.
მესმის რომ პანდემიაა მაგრამ ვარჯიᲨებს Თუ არ უᲨლის ხელს არც ტურნირებს ᲨეუᲨლის.
ბავᲨვები უᲗამაᲨლობიᲗ ვერაფერს მიაᲦწევენ.
ხომ გამოიყო 100 მილიონი Ჩაატარონ ტურნირები რა გახდა.
ბავᲨვები ვარჯიᲨობენ დ არაფერი.ბავᲨვი ᲗამაᲨის დროს იზრდება.
P.S. არ გრცხვენიაᲗ მაინც ....
მე კი ვიცი რომ 17 წლის 209 სიმაᲦლის Ჩემს ბავᲨვს არ დაუᲫახებენ სხვაზე საუბარი ზედმიატია...დავამატებ კიდო Ჩემს ბავᲨვზე სუსტი არ წაიყვანონ და Ძლიერს Თუ წაიყვანენ გამიხარდება იმიტომ რომ მოტივაცია მეტია ვინც არ მოხვდება იმაᲗᲗვის....სხვა ვარიანტᲨი მოტივაცია იკარგება და იკარგებიან პერსპექტიული ბავᲨვები