18-წლამდელთა ნაკრები რუმინეთშია – 29 ივლისს ევროპის B დივიზიონი იწყება

AutoSharing Option
29 ივლისს რუმინეთის ქალაქ პლოეშტში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მთლიანობაში 22 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 3 საუკეთესო ელიტარული, “ა” დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

საქართველოს ნაკრებს დავით როგავა წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას კახა ტომარაძე უწევს. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ნორვეგია და კოსოვო ეყოლება. ჩვენი ნაკრები უკვე რუმინეთშია და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

გიორგი ოჩხიკიძე, ვატო გაჩეჩილაძე, ანდრია მუჯირი, ლუკა ალავიძე, თენგო
გოგიშვილი, გიორგი სულაბერიძე, ლუკა ლომთაძე, გუგა ნაცვლიშვილი, ანდრია ცერცვაძე, სანდრო კასაბური, ლუკა კუჭუხიძე, ანრი ბელთაძე.

საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასე გამოიყურება:

კოსოვო – საქართველო, 29 ივლისი, 16:45
საქართველო – ნორვეგია, 30 ივლისი, 14:30
ბულგარეთი – საქართველო, 16:45
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა, 1-ელი აგვისტო, 19:00
ნიდერლანდები – საქართველო, 3 აგვისტო, 14:30

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული