16-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგიული ბოლერ ოსლო 11 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
ესტონეთის ქალაქ ტარტუში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგის მესამე წრეში პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს პირველი შეხვედრა კაუნასის ჟალგრისთან დთმო, თუმცა მეორე მატჩში, ნორვეგიულ ბოლერ ოსლოსთან გამარჯვებას მიაღწია – 55:46.

ჩვენს გუნდში 11 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო იყო გიორგი ნიკოლაევი. 10-10 ქულა ლუკა ტაბაღუამ და ნიკოლოზ კობაიძემ მიითვალეს. საქართველოს ნაკრები 11 მარტს 2 მატჩს გამართავს: ჯერ ადგილობრივ ტარტუს შეხვდება, შემდეგ კი ესტონურსავე რეინარს.

შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საუნივერსიტეტო ქალაქი ტარტუ
ევროპის ახალგაზრდული ლიგის, კონკრეტულად კი 2008 წელს დაბადებულთა ტურნირის მესამე წრეს მასპინძლობს. ჩვენმა გუნდმა პირველი წრე გასული წლის 27-30 ოქტომბერს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო. წარუმატებელი გამოდგა მეორე წრე, რომელსაც ამა წლის 12-15 იანვარს ლატვიის ქალაქმა ვალმიერამ უმასპინძლა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა 5-დან 1 მატჩი მოიგეს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაში საშუალოზე დაბალი,
მაგრან ბლმ-ის დამჭერები!
გურამ
12 მარტი 2023 06:39
0
მედიის საყურადღებოთ მეორე და პირველ წრეს რომ აპიარებთ მესამე წრემ რა დააშავა.
გააპიარეთ რაც ხდება და ფედერაცია უკან უკან ჭაობში რომ იძირება ვერ ხედავთ
მოქალაქე
11 მარტი 2023 19:16
1
მეორე თამაში წააგეს უკვე 3 წრეში ...ფედერაცია უხარია ნაკრები რომ აგებს და მაინტერესებს ამ ბავშვების გაზრდა უნდათ და მომავალი დიდი კალათბურთის ნაკრებში.მარაზმია სუფთა.კარგად ვიცნობ ამ ასაკს და ვინც არ წაიყვანეს ის ბავშვები რომ შეკრიბო ამ გუნდს 10 და 10 ს მოიგებს.
ფედერაცია გახარებული იქნება მესამე წრის შედეგებით.ვულოცავ ფედერაცია მაინც უხარიათ წაგება დამეც ვუერთდები
აბდულაი
11 მარტი 2023 15:49
1

სიახლეები პოპულარული