საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბრძოლას 17-22 ადგილებისთვის აგრძელებს

AutoSharing Option
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ირაკლი ძიძიგურის, ნიკა მეტრეველისა და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა და ბრძოლას ტურნირზე 17-22 ადგილების დასაკავებლად გააგრძელებს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-5 მატჩი საქართველომ ბოსნიასთან გამართა და მეოთხე მარცხი განიცადა. ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრა 19 ქულით დათმო – 74:93. ბოსნიელებმა პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის წინ კი 6 ქულას იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს.

ალექსანდრე
დაუშვილის ანგარიშზე 15 ქულა და 9 მოხსნაა, ნიკოლოზ აბულაძემ 13 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ანრი ბელთაძეს კი ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა – 11 ქულა, 8 მოხსნა.

საქართველომ 1 მოგებითა და 4 მარცხით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 17-22 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ნორვეგია იქნება, რომელსაც ჩვენი გუნდი 29 ივლისს დაუპირისპირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამარცხვინო შედეგია...
ზაზა
28 ივლისი 2023 13:44
0
სულ რამდენი გუნდიაჩემპიონატზე?
ჟორა
28 ივლისი 2023 11:04
0
ფედერაცია არის აქტივისტთა დასაქმების კანტორა. არავინ არაფერზე აგებს პასუხს. უკვე ფსკერს ქვემოთ ვართ
თენგაბი
28 ივლისი 2023 09:45
0
გასულ წელს 20 წლიანები ევროპაში გავიდნენ 27-ე ადგილზე, წელს 30-ეზე. 18 წლიანები გასულ წელს გავიდნენ 31-ე ადგილზე, წელს 32-ზე ზევით იქნებიან. 16 წლიანები გასულ წელს იყვნენ ევროპაში 29-ე ადგილზე და წელს აგვისტოში ასპარეზობენ(დიდი იმედი არ მაქვს). მაინტერესებს ამაზე წარუმატებლად როგორ უნდა იასპარეზოს ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებებმა, რომ ვისმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
დიმა
28 ივლისი 2023 02:34
0
უუჰ, თითქოს ცალ-ცალკე ვიცოდით, მაგრამ ერთიანობაში რომ დაწერეთ, გულისგასახეთქი შედეგი გამოგვივიდა... რაღაც უნდა შეიცვალოს - აღზრდაში, დამოკიდებულებაში, მწვრთნელების კვალიფიკაციაშიც ალბათ... ისიც უნდა ვთქვათ, ამ ასაკობრივმა კატეგორიამ გამოტოვა საქართველოს ჩემპიონატები - პანდემიის და კიდევ ვიღაცების თავმოუბმელობის გამო და შედეგშიც აისახა... ერთი შესწრება (ოპრიმისტური): ჩემი დაკვირვებით, 16 წლამდელებში რამდენიმე კარგი ბავშვია (ყველაზე ვერ ვიტყვი - ვინც მინახავს, იმათზე ვამბობ) იმედიანად ვიყოთ, რომ კარგ შედეგზე გავლენ და წარმატება ვუსურვოთ!
მასტერს
28 ივლისი 2023 07:59
1
ვაა რა მაგარი მომავალი გველოდება კალათბურთში,საოცრება!
სოსო
27 ივლისი 2023 22:38
0
არა , ამას მიღწევა უნდა აშკარად . ნაკრები , რომელიც შეტევით ფაზაში 6 ადგილზეა , დაცვაში ბოლო ადგილზეა ალბათ . ანუ ყველასათვის კარგად ცნობილი ის ფაქტი , რომ დაცვაში თამაში არც ვიცით და არც გვინდა , კიდევ ერთხელა დადასტურდა . და ვისი პასუხისმგებლობაა რომ გუნდმა დაცვა ითამაშოს ?
ATP 16
27 ივლისი 2023 22:31
0
ყოჩაღ სანიკიძე!!! მაგრად მუშაობ როგორც ფედერაციაში ისე პარლამენტში!!!!!!
SOS
27 ივლისი 2023 21:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული