საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პიტეშტში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 79:66 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 1-ელი მეოთხედი 11:24 დათმო, მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა სრულად შეიცვალა.

ჩვენი ნაკრებიდან საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, ახალგაზრდა ცენტრმა 16 ქულა და 13 მოხსნა შეასრულა; ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრები A დივიზიონში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და ტურნირის საუკეთესო 3 გუნდს შორის მოხვედრის
შემთხვევაში ეს მისია შესრულებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხორვატიას ბომბა გუნდი ჰყავს,ძალიან გაჭირდება,თითქმის ყველას 30-40 ქულიანი სხვაობით მოუგო.იმედია ბიჭები სამეულში შევლენ.წარმატებები
საქართველო
12 აგვისტო 2023 05:00
0
ვუყურე შეხვედრას და ყველაზე კარგი თამაში იყო რაც გამართეს. ფარს აკონტროლებდნენ, დაცვაში კარგად იდგნენ, სამიანებსაც კარგად ისროდნენ და სამწამიანში შესვლაც კარგად გამოსდიოდათ. ერთადერთი საჯარიმოების სროლა უნდა გამოასწორონ და ყველაფერი კარგად იქნება. მინიმუმ სამეულში შევალთ მოგებას თუ ვერ მოვახერხებთ ტურნირის. ესტონელებს კარგი თაობა მოსდის სულ ბოლო წლებია არამგონია ხორვატიაზე ნაკლები იყვნენ
Haaland
11 აგვისტო 2023 23:11
1
მასტერს.დიდი მადლობა!
სოსო
12 აგვისტო 2023 16:53
0
fiba-Ს yotube არხზე მოძებნეთ: FIBA U16 European Championship 2023 - Division B" on YouTube, Georgia
მასტერს
12 აგვისტო 2023 15:18
0
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ ჩვენს კალათბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს. იქ სადაც სწორი მუშაობაა, მწვრთნელები მოაზროვნეები არიან, საქმე წინ მიდის და ქართველები იმარჯვებენ, ვინაიდან ნიჭიერი თაობა გვეზრდება, ჭკვიანები, ფიზიკურად ძლიერები, თუ მაგას მწვრთნელის ინტელექტიც ემატება, შეუჩერებლები ვართ. ყურადღება მივაქჩიოთ ცინცაძე-ტყეშელაშვილის დუეტს, ვინძლო მომავალ უფროსი ნაკრების მწვრთნელებთან გვაქვს საქმე.
თენგაბი
11 აგვისტო 2023 20:39
2
ნახევარფინალში ალბათ ხორვატიას შეხვდებიან, რომელიც უპირობო ფავორიტია. წაგების შემთხვევაშიც აქვთ შანსი, რომ მესამე ადგილით გავიდნენ.
დიმა
11 აგვისტო 2023 16:47
2
არ მოველოდი ნარDად ესტონეთთან წარმატებას. კარგი ნიშანია. საქმეში ჩახედული არა ვარ, მაგრამ ამათზე უფროსი ასაკოვანი ნაკრებების სრულ ჩავარდნის ფონზე ამათ წარმატებაში შეიძლება ფაჩულიას სკოლამ შეიტანა წვლილი.
გიორგი
11 აგვისტო 2023 16:20
3
chaxeduli tu ar xar anu mazgachi xar ?
kombato
12 აგვისტო 2023 13:33
0
ჩაიხედე საქმეში და მერე აკომენტარე , ო.კ?
silovanchik dzgeria
12 აგვისტო 2023 00:29
3

სიახლეები პოპულარული