U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პიეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს დამაჯერებლად, 97:60 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩვენს გუნდში ორმაგი დუბლით გამოირჩა გიორგი სულაბერიძე (21 ქულა, 12 მოხსნა), 20 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა ათუკა ბახტაძეს, გიორგი ოჩხიკიძემ 15 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

შეგახსენებთ, აქამდე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ალბანეთს (97:71) და ბულგარეთს (88:84) სძლია, რუმინეთთან კი მარცხი (76:86) განიცადა.

ტუღუშის შეგირდებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს
და 1/4-ფინალში C ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავთ მთელ გუნდს! გილოცავთ, ბიჭებო! გიყურებთ და გგულშემატკივრობთ! წარმატებას გისურვებთ!
გულშემატკივარი
21:58 16-07-2024
0
კი კერლინგში მოვიგეთ.
მე არ ვარ ბოროტი
20:35 16-07-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული