საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიასთან 71:88 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. სადებიუტო მატჩში დიდი ბრიტანეთის ძლევის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიასთან წააგო. შეხვედრა დასავლეთევროპელთა ლიდერობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ავსტრიელებმა ისე იმარჯვეს, სერიოზული პრობლემები არ შეჰქმნიათ – 88:71.

პირველი პერიოდი ავსტრიელებმა 21:13 მოიგეს, თუმცა ტემპი არც მეორეში დააგდეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 13 ქულით ლიდერობდნენ. საერთოდ, ავსტრიამ ოთხივე პერიოდი მოიგო, რაც მათ დომინაციაზე მიუთითებს. მეტოქე განსაკუთრებით კარგად პერიმეტრიდან ირჯებოდა და მთლიანობაში 13 სამქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო წინა მატჩის
მსგავსად ათუკა ბახტაძე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. 16 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრე დაუშვილის ანგარიშზეა. კვლავ ორმაგი დუბლი მიითვალა ამირან აროშიძემ – 11 ქულა, 12 მოხსნა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა სათუო გაიხადა და ახლა მომავალ მატჩებში საუკეთესო 2 გუნდში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს. ჩვენი გუნდი ხვალ ისვენებს, ხოლო 30 ივლისს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ ნორვეგიას შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ასაკში, არავისთან, მით უფრო "არასაკალათბურთო" ავსტრიასთან, ამხელა სხვაობით, ნაკრებმა არ უნდა წააგოს !
თუ "მსროლელებს" ამ ასაკ(ებ)ში - 18 /20 წწ. ვერ ვპოულობთ
და ვერ ვზრდით, დამატებით 2-3 "ბახტაძეც" რომ მოიძებნოს, ვერ გვიშველის !
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული კალათბურთის უახლოესი მომავალი ...
ავსტრიასთან კი არა...
00:47 28-07-2024
0
ნორვეგია კალათბურთში "ფავორიტი" ამაზე დიდი ანეგდოტო რა გინდათ.DDDDDDDDDDDDDDD
ეეე
12:17 28-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული