საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ძირითადი ბირთვი:ფაჩულია, შერმადინი, მარკოიშვილი,შენგელია, ცინცაძე. სკამიდან: დიკსონი,ბურჯანაძე,სანაძე,ბითაზე,ლონდარიძე. ანუ სათადარიგოებს შეუძლიათ ამოასუნთქონ გვარიანად ძირითადებს.
mindia
05 აგვისტო 2017 23:03
0
აშკარად ეტყობა ზუროსს რომ მაღალი დონის სპეციალისტია,ამავე დროს ძიან კარგად მოერგო ჩვენს ხასიათს,მგონია რომ ყველა გუნდის დამარცხება არის შესაძლებელი ამ გუნდით,საიტი არომწონს ძველი სჯობდა აშკარად
დდდ
06 აგვისტო 2017 13:59
0
არაფრად არ ვარგა ათასერ უკეთესი იყო ძველი დიზაინი.მაგის გულისთვის არ შევდიოდი აჯარა სპორტზე.არშეიძლება ძველი ფოპტმატის აღდგენა.
დათო კვენეტაძე
06 აგვისტო 2017 12:34
0
გილოცავთ ყველას ნაკრების წარმატებას. ყოჩაღ ბიჭებო. გაიხარეთ. იმედია ეუროზეც მაგრად ითამაშებთ. წარმატებებს გისურვებთ.
რაც შეეხება საიტს. სულ ტყუილად წერთ, მაინც არავინ არ კითხულობს ჩვენ კომენტარებს, თორემ აქამდე ან პირდაპირ შეცვლიდენ, ან გამოკითხვას ჩაატარებდნენ - რა მოგწონთ, რა არა და რატომ. 1 კომენტიც არაა, რომ მოწონდეს ვინმეს ეს ფორმატი.
alexandre
06 აგვისტო 2017 14:03
0
ამ საიტის ძველი დიზაინი ჯობდა ბევრად!!
!
06 აგვისტო 2017 21:16
1
ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას გუნდს ეტყობა მწრთვნელის ხელი ზუროსის ხელში აშკარად მოუმატეს. რაც შეეხება საიტს დააბრუნეთ ძველი ვერსია
mamulicha
06 აგვისტო 2017 11:42
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. იქნებ დააბრუნოთ ძველი დიზაინი, ეს საშინელებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სპორტულ საიტებს მივანიჭებ უპირატესობას.
დათო
06 აგვისტო 2017 10:36
0
ეს საიტიც გინდათ გააფუჭოთ? რატო შეცვალეთ
koka
06 აგვისტო 2017 09:32
0
დააბრუნეთ საიტის ძველი დიზაინი!რა ჯანდაბაა ეს???
alex
06 აგვისტო 2017 08:52
0
კარგები ხარტ ბიჭებო სპორტალი გააბანძეთ გადავედი ცემპიონატ რუ ზე
avto
06 აგვისტო 2017 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული