საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 (25:21, 8:19, 25:19, 23:11) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძისა და ბექა ბურჯანაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვენივრად დაიწყო და პირველი მეოთხედი ოთხი ქულით მოიგო. ლიტვის ნაკრები მეორე მეოთხედში გამოფხიზლდა, ქართველმა კალათბურთელებმა კი მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს და ტაიმი 33:40 დათმეს.

შესვენების შემდეგ ზუროსის შეგირდებმა შეძლეს მობილიზება, მესამე მეოთხედი 6 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, საერთო
ანგარიშში კი სხვაობა ქულამდე შეამცირეს.

ბოლო მეოთხედი მთლიანად სტუმრების უპირატესობით წარიმართა, ქართველმა კალათბურთელებმა პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს საკმაოდ ძლიერი მეტოქე და საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით გიორგი შერმადინი (17 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი) და გიორგი ცინცაძე (10 ქულა, 10 პასი) გამოირჩნენ. ყველაზე მეტი - 19 ქულა ჩააგდო თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნა და 5 პასიც მიუმატა. 13 ქულა იყო მანუჩარ მარკოიშვილის ანგარიშზე, 12 ქულა მიითვალა მაიკლ დიქსონმა, დუდა სანაძემ - 10.

- საქართველო-ლიტვა 81:70 [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ფაქტია რომ ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, დღეს განსაკუთრებით კარგი იყო დაცვა... გილოცავთ!
gia
06 აგვისტო 2017 00:30
0
ჩვენს აზრს თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება--არ ვარგა ახალი დიზაინი და წესიერ კონტაქტსაც ვერ ვახერხებთ.
სტატუს ქუო
06 აგვისტო 2017 00:24
0
ყოჩაღ ზუროსს, ასეთს რაშ ეუბნება ბიჭენს?! მეორე მეოთხედის მერე არ მეგონა თუ რამეს მივახერხებდით.
Irakli
06 აგვისტო 2017 00:22
0
gtxovt daabrunot dzveli saiti
gocha
06 აგვისტო 2017 00:16
0
დააბრუნეტ დზველი საიტი რა უბედურებააა ეს.
bajo
05 აგვისტო 2017 23:50
0
ფედრაციის დამსახურება საერთოდ არარის ნაკრების წარმატებული თამაში შვიდი მილონი კიარა 2 მილიონი იყო კალათბურთის ფედერაციის ბიუჯეტი და მაინც კარგად თამაშობდა ეს თაობა რაც შეეხება მომავალ თაობას კარგად ვნახეთ რისი მაქნისებიც არიან .და საერთოდაც ბავშვთა კალათბურთი ჩამკვდარია რაც ძალიან მალე ნეგატიურად აისახება დიდ ნაკრებზეც.
zaza
07 აგვისტო 2017 13:29
0
კარგი იყო მოლოდცი
imereli
06 აგვისტო 2017 02:17
0
ჩვენებს ვულოცავ. კარგად ითამაშეს. ყველაზე კარგი მწვრთნელი იყო.
საიტის ფონტი უკეთესია, მაგრამ მთლიანობაში რაღაც აკლია.
gogig
06 აგვისტო 2017 01:18
1
მაგარია ლიტვა ერთერთი საუკეთესო ნაკრებია მსოფლიოში და რაცარუნდა შესუსტებული შემადგენლობა ყოლოდა ძალიან დასაფასებელია მათი დამარცხება ყოჩაღ ბიჭებს და მწვრთნელს სამწუხაროდ ემიგრანტებს არ გვაძლევთ თამაშების ყურების საშუალებას myvideo ხომ გლიჯავს ტორპედო ფოთის ლაივის მაგივრად გაგეშვათ კალათბურთი გაითვალისწინეთ რამდენი ემიგრანტისთვის შეგიძლიათ სიკეთის გაკეთება მაგრამ ღორები ხართ
კახა
06 აგვისტო 2017 00:23
0
კახა,ამ თამაშს საზოგადოებრივი ტელევიზია აჩვენებდა და ალბათ ამიტომ აღარ აჩვენეს.საიტის დიზაინი ძალიან ცუდად განაახლეს,მაგრამ მაგ საკითხში სალანძღავად, ცოდოები არიან.
სოსო
06 აგვისტო 2017 18:34
0
დიზაინი შეცვალეთ!!!1.იმიტომ რომ კარგი საიტია(უფროსწორად იყო) 2.მიტომ რომ ბევრი მომხმარებელი გყავთ. 3.იმიტომ რომ სპორტი თქვენი,სპორტმედიის დახმარებით უნდა განვითარდეს
oto
06 აგვისტო 2017 00:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული