ზაზა ფაჩულიამ აწმყოზეც თქვა და მომავალ ევრობასკეტზეც:
- მწვრთნელიც იგივეა, სისტემაც, თუმცა როდესაც გუნდს დაგვიანებით უერთდები, შესაგუებლად დრო მაინც გჭირდება. ნაკრებში მომზადებული ჩამოვედი და არც ვარჯიშებისას ვაკლებ.
ჩეხეთთან თამაშს მზადების ერთ-ერთ ეტაპად განვიხილავ. ისეთი ახალგაზრდა არ ვარ, რომ მეტოქეს პირველივე წუთებიდან შევასკდე, თავი გავიგიჟო. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. მთავარია, სასურველ კონდიციებს ევროპის ჩემპიონატისას მივაღწიო.
- საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში: ქართველთა მზადყოფნა, ჩეხების გასაჭირი