მსოფლიოს ჩემპიონატი 2019: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
მაისში გამართულმა წილისყრამ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევზე საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად არგუნა სერბეთი და გერმანია. ჯგუფის მეოთხე გუნდის ვინაობა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს უნდა გამოევლინა, რომელიც შაბათს დასრულდა.

გაირკვა სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩვენი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან - ავსტრია, ბოსნია და ბელორუსი. ეს ის გუნდებია, რომლებმაც პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ ჩვენს ჯგუფში სწორედ მეორეადგილოსანი უნდა ჩამჯდარიყო. მეოთხე გუნდი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, კოსოვოა, თუმცა, რადგან მასსა და სერბეთს პოლიტიკურად არა აქვთ ურთიერთობა, ფიბამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ
წილისყრისას კოსოვო სერბეთს აარიდოს.

წილისყრა კი 24 აგვისტოს მიუნხენში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატი 2019. I საკვალიფიკაციო ეტაპი
A ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შვედეთი 6 4 2 476-447 10
2. ბოსნია 6 4 2 502-465 10
3. სომხეთი 6 3 3 470-482 9
4. სლოვაკეთი 6 1 5 434-488 7

B ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჰოლანდია 4 3 1 354-264 7
2. ავსტრია 4 3 1 326-264 7
3. ალბანეთი 4 0 4 228-380 4

C ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ესტონეთი 4 3 1 299-266 7
2. კოსოვო 4 2 2 271-300 6
3. მაკედონია 4 1 3 296-300 5

D ჯგუფი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბულგარეთი 4 4 0 335-274 8
2. ბელორუსი 4 1 3 294-316 5
3. პორტუგალია 4 1 3 290-329 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი წინადადება ალბათ უფრო ასე უნდა დამეწერა: "დაიწყეს სომხებმა სხვის კალათში რამის ჩაგდება???". ესეც მიაყოლეთ ბარემ. მადლობა ოპერატიულობისათვის
S.K.K.
14:37 21-08-2017
1
somexta nakrebi: ianku, qrabaki, fisheri, hesi, boutraiti
Shako
16:10 21-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული