საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში საბერძნეთი დაამარცხა!

AutoSharing Option
23 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში დაწყებულ საერთაშორისო ოთხთა ტურნირში "აკროპოლისის თასზე" პირველი მატჩი მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართა და გამარჯვება იზეიმა – 72:71.

ზაზა ფაჩულიას გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი პერიოდი 10–ქულიანი სხვაობით დათმო (8:18), თუმცა მეორე მეოთხედი უკეთესად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე მასპინძლების უპირატესობა 3 ქულამდე დავიდა – 37:34.

მეორე ტაიმი ილიას ზუროსის გუნდმა შესანიშნავად წარმართა და მესამე მეოთხედის წინ ანგარიშში უპირატესობაც მოიპოვა – 53:52.

ბოლო ათწუთეული დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, ანგარიშში მცირე უპირატესობას
მასპინძლები ფლობდნენ, მატჩის დამთავრებამდე 16 წამით ადრე კი გიორგი ცინცაძის 3–ქულიანმა საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა – 72:71.

დარჩენილ დროში მასპინძლების შეტევა უშედეგო აღმოჩნდა და შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოუგო საბერძნეთს.

ათენის დარბაზში ყველაზე მეტი – 23 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, რასაც 8 მოხსნაც მიუმატა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი. გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 13 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასია. 9 ქულა შემატა გუნდს მანუჩარ მარკოიშვილმა.

მანამდე ტურნირში ერთმანეთს იტალიისა და სერბეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, ანგარიშით 73:65 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 24 აგვისტოს, სერბეთთან გამართავს, საბერძნეთი კი იტალიას შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბრავო ბიჭებო...ოქროები ხართ არასდროს დამავიწყდება ეს თამაში და ჩემი გიჟური ემოცია ყოჩაღ მიდით სერბებიც მიაყოლეთ მეამაყებით ბიჭებო სუპერ თამაში და სუპერ ემოცია გულშემატკივრის თქვენს გვერდით ვართ ევრობასკეტზეც ასე წარმატებით გამოსვლას გისურვებთ გვიყვარხართ და გვეამაყებით
Mari
00:34 24-08-2017
3
აი რას ნიშნავს მწვრთვნელის მიერ ტაქტიკურად სწრაფად და სწორად გადაწყობა,ძალიან მაგარი მწვრთნელია ზუროსი,შესანიშნავად შეთამაშებული ცინცაძე-შერმადინის წყვილი,დაცვის ნამდვილი ბურჯის მანუს,მძიმე ფორვარდის თირნიკე შენგელიას და ვერცხლისწყალივით შეუჩერებელი მაიკლ დიქსონის ძალისხმევით.ნელნელა გვაჩვევენ ბიჭები ელიტარულ გუნდებთან გამარჯვებებს,რაც თავის მხრივ მათაც მატებს თავდაჯერებას, რომლის საბოლოო ასახვა ევრობასკეტზე შესაძლო გამარჯვებით დაგვირგვინდება.ეს რომ ასე მოხდება 300 კუშით ფასდება ბუკმეიკერების მიერ. წინ საქართველო!!!
ჯონი არაბიძე
09:22 24-08-2017
0

სიახლეები პოპულარული