ილიას ზუროსი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მოგებით დიდი გუნდი გავხდით, არასწორია

AutoSharing Option
ათენში, "აკროპოლისის თასზე" ტურნირის მასპინძელ საბერძნეთთან მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა gazzetta.gr-სთან კომენტარი გააკეთა.

23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები ანგარიშით 72:71 დაამარცხა. ბერძენი სპეციალისტის აზრით, ამ გამარჯვებით ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს...

- საბერძნეთი-საქართველო 71:72 - ბუ! ბერძნები საბერძნეთში გავაოცეთ [VIDEO]

"ჩემი სურვილია, ნაკრები ევრობასკეტისთვის მოემზადოს სათანადოდ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ დიდი გუნდი გავხდით, არასწორია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც იბრძვის და სწორედ ეს არის ჩემი, როგორც მწვრთნელის
საქმე. სამუშაო და პრობლემები გვაქვს, მაგრამ რაც მთავარია, მოთამაშეები არასდროს ნებდებიან", - თქვა ზუროსმა.

ბერძენ სპეციალისტს იმაზეც ჰკითხეს, თუ რა გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან გიწევს მეტოქეობა:

"ძალიან რთულია შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით - ჰიმნის დაკვრის პროცესი".

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ზაზა ფაჩულიას მდგომარეობაზეც ისაუბრა, რომელსაც ტრავმა აქვს.

"ამჟამად ის ჩვენთან ერთადაა. მართალია, დაზიანება მძიმე არაა, მაგრამ მის დასაბრუნებლად გარკვეული დროა საჭირო. "აკროპოლისის თასზე" ის ნამდვილად ვერ ითამაშებს. არ გვინდა გავრისკოთ", - ამბობს მწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა საბერძნეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მცველმა ნიკოს პაპასმა. მწვრთნელმა ამაზე საუბარი არ ისურვა: "ნიკოს პაპეზე კომენტარს არ გავაკეთებ".

- ბერძენმა კალათბურთელმა ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
აი კაცი! ყველაფერზე ეტყობა, რომ მაღალი დონის პროფესიონალია
მერაბი გ.
12:19 24-08-2017
1
ყველაზე კარგი, რაც ფედერაციამ გააკეთა, ეს იყო ზუროსის მოყვანა. კარგ მწვრთნელობასთან ერთად, იგი კარგი ფსიქოლოგიცაა.
guri
13:10 24-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული