ეროვნული ნაკრები ათენში ვარჯიშს ზაზა ფაჩულიასთან ერთად განაგრძობს

AutoSharing Option
"აკროპოლისის თასი" საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა და საბერძნეთში რჩება. ევრობასკეტზე, ისრაელში გამგზავრებამდე ნაკრები ათენში დარჩება და წვრთნის პროცესს განაგრძობს. ილიას ზუროსის გუნდი თელ ავივში 29 აგვისტოს ჩავა, მანამდე კი ათენის პოლიტიკისა და ანალიტიკის ცენტრ "დაისის" კეთილმოწყობილ დარბაზში განაგრძობს ვარჯიშს.

"აკროპოლისის თასის" დასრულების მეორე დღეს, 26 აგვისტოს, ილიას ზუროსმა მოთამაშეები საღამომდე დაასვენა, შემდეგ კი მოთელვითი ვარჯიში ჩაუტარა. კალათბურთელებმა კომბინირებულად - ტრენაჟორებზე და სათამაშო მოედანზე ივარჯიშეს. დატვირთვები მსუბუქი იყო და უფრო მოთელვითი ხასიათი ჰქონდა, რათა მოთამაშეები დატვირთული რეჟიმის შემდეგ მოდუნებულიყვნენ და
ძალები აღედგინათ.


ნაკრებთან ერთად ივარჯიშა ზაზა ფაჩულიამაც, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად აქვს და საღამოს ვარჯიშზე თავი გამოსცადა. ვარჯიშმა კარგად ჩაიარა და საღამოს ფაჩულიას ნატკენი ფეხი არ გამიზეზებია. ზაზამ დღეს, დილითაც ივარჯიშა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა, რომელსაც წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში ნახავთ.


საქართველოს ნაკრები ათენში 28 აგვისტსოსაც ივარჯიშებს, ხოლო 29-ში, დილით ისრაელში გაემგავრება, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ზაზა სენ იცი ლიტვას რევანში უნდა აუგოტ წინა ევრობასკეტზე მარცხისტვის
შოთა გუგეშაშვილი
09:33 28-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული