საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელში ჩავიდა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთიდან ისრაელში ჩაფრინდა, სადაც 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.

როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება, გუნდი სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა, დღეს, საღამოს 18:00 სთ-ზე კი "თელ ავივ არენაზე" პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ისრაელში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტისთვის გუნდის 12-კაციანი სია გამოაცხადა.

- ევრობასკეტი 2017: ილიას ზუროსის 12 რჩეული ცნობილია

ნაკრებთან ერთად ისრაელში იმყოფება ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ლიტვის ეროვნულ გუნდთან, 31 აგვისტოს გამართავს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრამვირებული სანიკიძე უფრო დაეხმარება გუნდს, ვიდრე ,,ზა ბორტომ" დარჩენილები.
beso
20:18 29-08-2017
0
სანიკიდზე კაი ბიჭია თუ კაი პატრონი ყავს,ტყუილა და საგულაოთ რომ დაყვება ნაკრებს?!
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული