ისრაელში ქართველ გულშემატკივართა ჯგუფი დააკავეს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისთვის საგულშემატკივროდ ისრაელში ჩასულ გულშემატკივრებს საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პრობლემა შეექმნათ და მათ ნაწილს დეპორტაციაც კი ემუქრება. ამ ინფორმაციას საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი თავისი Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

"აღშფოთებული და შეურაცხყოფილი ვარ იმ დამოკიდებულებით, რასაც ისრაელის სახელმწიფო იჩენს ქართველების მიმართ. გუშინ თელ-ავივის აეროპორტში დააკავეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი. 6-საათიანი ეპოპეის შემდეგ მხოლოდ 20-მა მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა, თერთმეტი კი აეროპორტის ტერიტორიაზე არსებულ დროებით დაკავების იზოლატორში დეპორტაციისთვის გადაიყვანეს. მათ შორის ჩვენი ნაკრების წევრის, დუდა სანაძის
ძმაცაა. სამწუხაროდ, ებრაელებს ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აღმოაჩნდათ და ისტორიული მადლიერების გრძნობაც აშკარად ღალატობთ." - წერს აბაიშვილი.

- კონსულის განცხადებით, გულშემატკივრები შეაყოვნეს, მაგრამ არავინ დაუდეპორტებიათ
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს ადამიანი იტყუება..მაგ ჯგუფში მხოლოდ გულშემატკივრები არ ყავდა
2
ar maq aravis mimart problema mara droa chvenc viscavlot sakutari qveknis da khalkhis sikvaruli. ebraelebis delegacia ro chamova aba erti cutit gaacheret sazgvarze da nakhavt ra mokhdeba. mteli saelcho da sakonsulo iq gachveba da ckhra pirs gagvadzroben. qartvelebs ki israelshi araadamianurad eqcevian vinmem misulaa da khma amougiaaa. imito ro kvelas kidia
gigo
13:00 31-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული