საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში
წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 57 /
ყოჩაღ ბიჭებს! დღეს ბიჭებმა ბუკმეიკერებსაც მაგრად შემოულაწუნეს. ფეხბურთელებმაც ასეთი ჯიგარით რომ ითამაშონ ალბათ ბრაზილიას შემოუტრიალებენ თამაშს. ცინცაძის მდგომარეობა როგორია ნეტა
გია
31 აგვისტო 2017 23:00
0
ფეხბურთელების ჯიგარი არ არსებობს. ხვალ ვნახავთ მაგათ ბღლარძუნს
ლლლ
01 სექტემბერი 2017 10:41
0
საოცრებავ, საქართველო უნდა გერქვას შენ... ცივი გონებით თუ მივუდგებით, იმედია ცინცაძეს არაფერი ჭირს და ითამაშებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ცინცაძე რომ ყოფილიყო შეიძლება ვერც მოგვეგო... საღოლ დიქსონს... თოკოზე არაფერს ვამბობ... რაც ყველაზე მთავარია, ლიტვა და ვალანჩუნასი გადავაგორეთ... ძალიან გაგვიჭირდა ვალანჩუნასის წინააღმდეგ.. ახლა მოვიდეს ვინც უნდა... ბერიშვილი ცოტა მეტად უნდა დაიტვირთოს ჩემი აზრით...
dato
31 აგვისტო 2017 22:46
0
უკვე მჯერავს რომ ჯგუფიდან
ებიჯო
31 აგვისტო 2017 22:09
0
გილოცავთ. ამდენი არ მინერვიულია ძალიან დიდი ხანია, ეს იყო ნამდვილი ბრძოლა მოგებისთვის და ყველა წინაღობების მიუხედავად მოვიგეთ. ზუროსი გენიოსი ტაქტიკოსი, თოკო სუპერი იყო შეყევაში, მანო სუპერი იყო დაცვაში, რა თქმა უნდა დანარჩენებმაც ბევრი გააკეთეს მოგებისთვის, სიტყვები აღარ მყოფნის რა ვთქვა, გილოცავთ ყველას.
Dato
01 სექტემბერი 2017 00:01
0
გამარჯობა პრიბალტიკავ შენიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.
guri
31 აგვისტო 2017 23:33
2
ოქრო==სბიჭები
temo
31 აგვისტო 2017 22:05
0
დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უძლიერესი გუნდი
გიორგი
01 სექტემბერი 2017 09:26
0
ვალანჩუნასის დაცულ ლიტვის ნაკრების ფარის კალათში თორნიკე შენგელიამ 29 ქულა ჩააგდო! ეს სენსაცია აღარ არის! ეს მორიგი გამარჯვება იყო ჩვენი ნაკრების! მე მეამაყება ჩვენი ბიჭები! განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ნაკრების მწვრთნელ ზუროსს!!!
ლევანი
01 სექტემბერი 2017 02:15
0
ძველი "დინამო" გამახსენდა! მაღალი კლასი, ბრავო, კარგი იყო!
მერაბი
01 სექტემბერი 2017 09:11
0
რა უნდა თქვას კაცმა ამ დროს?გილოცავთ და ყოჩაღ.შენგელიამ თუ ამ თამაშს სამი ოთხი სამქულიანიც დაუმატა თამაშში საშუალოდ და 50% პროცენტიანი სიზუსტით,ჩათვალეთ რომ ნბა სვარსკვლავი იქნებ/აფაჩულია რა თქმა უნდა ფორმაში ვერ არის და შეთამაშებაც აკლია,მაგრამ მაინც გამოჩნდა,რამხელა ძალაა და თანაც თამაშის მსვლელობაში მოუმატა.დიქსონი დიდებული იყო,ცინცაძის ტრავმის შემდეგ მთელი გათამაშება მას დააწვა კისერზე და ფიზიკურადაც გასძლო,მაგრამ თოკო,მანუ და დიქსონი ყოველ თამაშში ამხელა დატვირთვას ვერ გაუძლებენ,შერმადინი წინასწარ თამაშებში ბრწყინვალე იყო,ზაზას გვერდით კი თითქოს იმდენს ვეღარ იღებს თავზე.მთლიანობაში კი ბიჭები ნამდვილი მეომრები არიან.შეხედონ და ისწავლონ ფეხბურთელებმა ,როგორ უნდა ბრძოლა და გამარჯვება,მიუხედავად გარემოებებისა.
სოსო
01 სექტემბერი 2017 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული