საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურებოდა: დიქსონი, ფაჩულია, ცინცაძე, მარკოიშვილი, შენგელია.
თელ–ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა – 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია.
სამწუხაროდ ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე
დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.