ილიას ზუროსი: გიორგი ცინცაძის ტრავმა სერიოზული არ ჩანს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ლიტვასთან ევრობასკეტის B ჯგუფში გამარჯვების შემდეგ გიორგი ცინცაძის ტრავმაზე ისაუბრა.

"წინასწარი დაკვირვებით ტრავმა სერიოზული არ ჩანს, თუმცა საჭიროა გამოკვლევა, რის შემდეგაც გვეცოდინება ზუსტი პასუხი. კალათბურთელის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას ბოლომდე უნდა გავუფრთხილდეთ.

ვიმედოვნებ, გამოკვლევა დადებით შედეგს მოგვცემს და გიორგი მალევე დაგვიბრუნდება", - თქვა ზუროსმა.

- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ლიტვას მოუგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული