ჯგუფში ჩარჩენის ორი მიზეზი - ევრობასკეტის სტატისტიკური ანალიზი

AutoSharing Option
ევრობასკეტი 2017 ჩვენთვის დასრულებულია. რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და 16 საუკეთესო გუნდს შორის ვერ მოხვდა? ანალიტიკამდე ამ კითხვის პასუხის ძიებაში სტატისტიკას მივმართოთ.

ეს სტატია ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩების დასრულებამდეა დაწერილი, თუმცა ეს მატჩები საერთო სურათს დიდად ვერ შეცვლის.

გუნდური სტატისტიკა
ქულები
საქართველოს ნაკრები საშუალოდ 78 ქულას აგდებდა მეტოქის კალათში, ეს მაჩვენებელი კი მე-11-ეა 24 მონაწილეს შორის. გამოდის, რომ შეტევა საკმარისად კარგი გვქონდა იმისთვის, რომ 16 გუნდს შორის მოვხვედრილიყავით. ისრაელის ნაკრების კალათში ჩაგდებული 104 ქულა სულაც მეორე
შედეგია და მხოლოდ ფრანგთა 115 ქულას ჩამორჩება ისლანდიასთან მატჩში.

თამაშიდან სროლის პროცენტი ნაკრებს 45,7 ჰქონდა (მე-11 შედეგი), სამქულიანების - 31,9 (მე-15), საჯარიმოების 78,0 (მე-10).

მოხსნები
ნაკრები ტანმაღალი მოთამაშეებით გამოირჩეოდა და ორი კარგი ცენტრით იწონებდა თავს. ამის გათვალისწინებით, საშუალოდ 36,6 მოხსნა თამაშში გვეცოტავება - არადა, ეს საფრანგეთთან ერთად მე-9 შედეგია ჩემპიონატზე. 50 მოხსნა ისრაელთან - ჯგუფური ეტაპის მეოთხე შედეგია.

2,2 დაფარება მატჩში მხოლოდ მე-15 შედეგია.

პასები
მოვიკოჭლებთ პასებში - საშუალოდ 17,2 პასი თამაშში - ეს მე-16 შედეგია ჩემპიონატზე. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, გუნდში გამთაშებელის პრობლემა აშკარად იყო. თუმცა იყო გამონათებაც - 26 პასი ისრაელთან თამაშში - მე-7 შედეგი ევრობასკეტზე.

სხვადასხვა
7,6 ჩაჭრა თამაშში - საქართველოს ეს მონაგარი მე-9 შედეგია.

მივადექით იმ მაჩვენებელს, რომელმაც, შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვტოვა (ან დიდი წვლილი შეიტანა ამაში) - საქართველოს ნაკრები თამაშში საშუალოდ 16,2-ჯერ კარგავდა ბურთს. ბოლო ტურამდე ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთი "გვჯობნიდა", თუმცა ამ გუნდმა ბრიტანეთთან სტატისტიკური მახასიათებელი გამოასწორა და ბოლოზე დაგვტოვა. შედარებისთვის, სერბეთის ნაკრები საშუალოდ მხოლოდ 10,3-ჯერ კარგავდა ბურთს.

გერმანიის ნაკრებთან მატჩში 24-ჯერ დავკარგეთ ბურთი! ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია.

საქართველო საშუალოდ 20,8 ჯარიმას იღებდა თამაშში. ეს არ არის ესპანეთის გასაოცარი შედეგი - 14,3 ჯარიმა მხოლოდ - მაგრამ მაინც ნორმალურია - ევრობასკეტზე 15 გუნდი ჩვენზე უფრო ხშირად ჯარიმდებოდა.

დასკვნა: დაკარგვების გარდა, არც ერთი კატეგორიის მიხედვით არ უნდა დავრჩენილიყავით მერვედფინალს მიღმა, თუმცა დაკარგვებში, რასაც ჰქვია, "ვიყოჩაღეთ".

ინდივიდუალური სტატისტიკა
მექულეები
ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თორნიკე შენგელიაა - 18,8 ქულა მატჩში. შენგელიას მაჩვენებელი მეცხრეა ევრობასკეტზე. ლიდერი სლოვენიელი გორან დრაგიჩია, რომელიც თამაშში საშუალოდ 24,4 ქულას აგდებს.

შემდეგ მოდის მაიკლ დიქსონი - 13,8 ქულა - 33-ე შედეგი ევრობასკეტზე და ზაზა ფაჩულია - 13,4 ქულა და 38-ე შედეგი.

საშუალოდ 10 ქულას გადასცდნენ დუდა სანაძე - 10,8 ქულა, 57-ე შედეგი ევრობასკეტზე და გიორგი შერმადინი - 10,2 ქულა, 68-ე ადგილი.

ბარემ სხვა მექულეებსაც ჩამოვთვლით: 107. მანუჩარ მარკოიშვილი - 7,4 ქულა მატჩში; 211. გიორგი ცინცაძე - 2,8; 255. მიხეილ ბერიშვილი - 0,8.

დიახ, ნაკრებში ქულების მოპოვება მხოლოდ 8 კალათბურთელმა შეძლო - გამყრელიძე, ბოისა და ლონდარიძე უქულოდ დარჩნენ, ხოლო ბითაძეს საერთოდ არ უთამაშია.

დიქსონის 29 ქულა იტალიასთან და შენგელიას ამდენივე ლიტვასთან საზიარო მეხუთე შედეგია ევრობასკეტზე. ხოლო რეკორდი შრიოდერს ეკუთვნის - 32 ქულა უკრაინასთან მატჩში. შენგელიას 25 ქულა ისრაელთან ასევე გამორჩეული შედეგი იყო.

მოხსნები
ზაზა ფაჩულია ამ მაჩვენებლით ლიდერთა შორისაა - საშუალოდ 9,2 მოხსნა მატჩში. NBA-ს ჩემპიონი მხოლოდ გეიბ ოლასენის, იონას ვალანჩუნასსა და ვილი ერნანგომესს ჩამორჩება.

ლიდერთა შორისაა თორნიკე შენგელიაც - 7,8 მოხსნა და მე-7 შედეგი ევრობასკეტზე. გიორგი შერმადინის 4,6 მოხსნა თამაშში მხოლოდ 43-ე შედეგია. მანუჩარ მარკოიშვილს 4 მოხსნა აქვს საშუალოდ (58).

შენგელიას 19 მოხსნა ისრაელთან მატჩში ევრობასკეტის საუკეთესო შედეგია. ზაზას 12 ქულაც იტალიასთან აღნიშვნის ღირსია.

დაფარებები
საქართველოს ნაკრების საუკეთესო დამფარებელი გიორგი შერმადინი - 0,8 ბლოკი თამაშში - საერთო ჩათვლაში საზიარო მე-20 ადგილზეა. 0,4-0,4 დაფარება აქვთ მარკოიშვილის, სანაძესა და შენგელიას. ზაზა ფაჩულიას მაჩვენებელი მხოლოდ 0,2 დაფარებაა თამაშში.

პასები
პასებით საქართველოს ნაკრებში ლიდერობს კალათბურთელი, რომელიც ხშირად არც თამაშობდა გამთამაშებლის პოზიციაზე - დიქსონი - 5,2 პასი თამაშში მე-10 მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან ცინცაძე და შენგელია - 3,2-3,2 პასი (საზიარო მე-40 პოზიცია). ფაჩულიასა და შერმადინს 1,6-1,6 პასი აქვთ.

დიქსონს 8 პასი ჰქონდა ისრაელთან და 7 ლიტვასთან. ორივე ეს თამაში კი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

დაკარგვები
ჩვენი სუსტი წერტილი - "ლიდერთა" 7-ეულში ერთბაშად სამი ქართველია - დიქსონი საშუალოდ 4,0-ჯერ კარგავდა ბურთს (მეტჯერ მხოლოდ შრიოდერი), შენგელია 3,6-ჯერ (მესამე შედეგი) და ფაჩულია - 3,2-ჯერ (მე-7). ცინცაძის 2,6 დაკარგვა მატჩში მე-17 შედეგია. მოკლედ, ჩვენი ლიდერები ბურთს ვერ უფრთხილდებოდნენ, რაც საბოლოოდ, ქულების კარგვაში ისახებოდა.

შენგელიამ 8-ჯერ დაკარგა ბურთი გერმანიასთან და ამ მაჩვენებელზე უარესი მხოლოდ ერთი იყო - იმავე შეხვედრაში შრიოდერმა 9-ჯერ დაკარგა ბურთი.

სხვა
ჩაჭრებში ჩვენი ლიდერი იყო დიქსონი 1,4 ჩაჭრით თამაშში (მე-19), 1,2 ჩაჭრა თამაშში - ასეთი შედეგი ერთდროულად რამდენიმე ქართველს აქვს - მარკოიშვილს, სანაძესა და ცინცაძეს.

დუდა სანაძის 3,2 ჯარიმა თამაშში ჩვენს გუნდში ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო
ეფექტურობის კოეფიციენტის მიხედვით, ნაკრებში საუკეთესო შენგელია იყო 18,6 ქულით. თორნიკეს 12 კალათბურთელი უსწრებს ევრობასკეტზე. შენგელიას შემდეგ მოდიან: 30. ფაჩულია (15,2); 43. შერმადინი (13,6); 45. დიქსონი (13,4); 61. სანაძე (12,0); 107. მარკოიშვილი (8,6); 225. ცინცაძე (2,6); 255. ბერიშვილი (0,6). ცინცაძის მონაცემი მართლაც კატასტროფულია.

ორმაგი დუბლი ერთხელ ფაჩულიამ და ერთხელაც შენგელიამ შემოგვთავაზეს.

წუთები
კიდევ ერთ მაჩვენებელს მივადექით, რომლის გამოც (ჩვენი აზრით) ჯგუფიდან ვერ გავაღწიეთ - ფაქტია, რომ ბევრ გუნდს ჰქონდა მოკლე სკამი, მაგრამ იშვიათად რომელიმეს ჰყოლოდა ასე უსარგებლო მოთამაშეები სკამზე, რომელთა შეყვანა 2-3 წუთით მაინც უმალ ქულებში ჩამორჩენის წინაპირობა არ ყოფილიყო.

ისევ ჩვენი არგუმენტით - ციფრებით - ვილაპარაკოთ: თორნიკე შენგელია მოედანზე საშუალოდ 35,9 წუთს ატარებდა და ეს შედეგი პირველია იმ 271 კალათბურთელს შორის, ვინც წამით მაინც გამოვიდა ევრობასკეტის პარკეტზე.

ვინ არის მეორე ადგილზე? 35,3 წუთით მარკოიშვილი! 33,7 ქულით მეოთხეა დიქსონი! როცა ჩემპიონატზე სამი ისეთი მოთამაშე გყავს, რომელსაც უბრალოდ ვერ ცვლი, წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

ამასთან, დუდა სანაძე მოედანზე 26,7 წუთს ატარებდა, ფაჩულია - 26,1-ს, ცინცაძე - 24,8-ს, შერმადინი - 18,1-ს. თამაშით კიდევ სამმა ჩვენებურმა ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა - ბერიშვილი - 2,9; ლონდარიძე 1,4 წუთი (ბოლოსწინა, 270-ე პოზიცია) და გამყრელიძე - 0,8 (ბოლო, 271-ე).

დასკვნა: იკვეთება მეორე მიზეზიც - გამოუსადეგარი სათადარიგო სკამი. ზუროსი, უბრალოდ, ვერ ასვენებდა თავის ლიდერებს.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ბითაძეს ეტყობა რესურსი და გამოჩნდება რეალურად რა შეუძლია..
07 სექტემბერი 2017 23:35
2
პირველი მიზეზი ჯგუფში ჩარჩენის(დაკარგვები) გამომდინარეობს ალბათ სწორედ სათადარიგო სკამის სიმცირისგან(ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი) ,იღლებოდნენ და ....პ.ს.ისისც უნდა ავღნიშნოთ,რომ ჩვენს ჯგუფში არ იყო გამოკვეთილი აუტსაიდერი,როგორც სხვა ჯგუფებში(ისლანდია,რუმინეთი,ბრიტანეთი...),თორემ ყველა მაჩვენებელი უკეთესი გვექნებოდა
ზაზა
07 სექტემბერი 2017 22:19
4
ყველაფერი გასაგებია, რაც ითქვა, მარა პირველ რიგში კალათბურთში აუცილებელია ზუსტი სროლები, განსაკუთრებით სამ ქულიანები.რაც ძალიან აკლიათ ჩვენ კალათბურთელებს.
გიო
08 სექტემბერი 2017 15:43
2
კაპიტანმა თქვა სიტყვა წასვლის შესახებ...გავაგებინოთ კალათბურთის ფედერაციას იქნებ თავის საიტზე რამე დაწეროს!
თედო
07 სექტემბერი 2017 23:36
2
რო გაიძახით სხვა არავინ გვყავსო გადახედეთ მაინც ინტერნეტი ხო ყველას გაქვთ ვინ შეიძლებოდა წაეყვანა აბა ზუროსს?? ის 7 კაცი რომლითაც მთელი ტურნირი ვთამაშობთ პლიუს მაგას ტრამვიანი სანიკიძე ბურჯანაძე.. ხოლო რაც შეეხებათ ლონდარიძეს და ბერიშვილს მაგათზე უკეთესი საქართველოს ჩემპიონატში (უცხოელებს თუ არ ჩავთვლით) არავინ არ არის.. რაც შეეხება ბოისას და გამყრელიძეს მაგათ წაყვანას ნამდვილად ჯობდა ვინმე 17-18 წლის ბიჭები წაეყვანათ და ისინი მჯადიყვნენ სკამზე რო ადგილზე შეეგრძნოთ ეურობასკეტის ხიბლი.. მთავარი მიზეზი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყო მოკლე სკამი უბრალოდ შეხედეთ შენგელიას დაცვით თამაშს უბრალოდ დაცვას არ თამაშობდა რატოომ? იმიტომ რო თავიდანვე რო დატვირთული ფოლებით უბრალოდ ვერ შეცვლიდა ვერავინ და მაგის გავარდნას რაც მოყვებოდა კი ვხვდები!!
effe
08 სექტემბერი 2017 14:27
1
ძნელია რამე დაამატო.. მაგრამ იმედი მაქვს წამოვა კარგი თაობა..
zviads
08 სექტემბერი 2017 09:54
2
ერთადერთი გუნდი ვართ ვინც 7 ქულით ჯგუფში ჩარჩა. ბევრი კომენტარია მიზეზებზე რომლებიც 90% ზუსტია ჩემი აზრით. მაინც სამწვრთნელი შტაბის შეცდომები მგონია ჩარჩენის მიზეზი - ამ კალათბურთელებით (შეცდომებით და არასტამილურობით) და მოკლე სკამითაც (ასეთი გამოუსადეგარი სკამიც მათი შერჩეულია) აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ არასწორმა ეიფორიამ და ტაქტიკურად გაუმართავმა თამაშმა მოგვცა ეს შედეგი. ტრამვირებული ცინცაძე რატომ გამოიყვანა დიქსონის ნაცვალ მე-2 მეოთხედის შუაში როცა იტალიას 13:0 გაქცევა გავუკეთეთ და გარდატეხა უნდა შეგვეტანა - 5 წუთში 2 ქულაზე მეტი ვერ ჩავაგდეთ და გარდატეხაც ვერ შევიტანეთ. რატომ დაუხაზა ბოლოს 3-იანის სროლა დიქსონს, როცა ოვერტაიმში გადაყვანაზე შეგვეძლო გვეთამაშა - რისკმა ისრაელთან გაამართლა აქ ვეღარ. მოკლედ უფრო გამართლებაზე და ბიჭების "ჯიგარზე" იყო თამაში და არა აკადემიურად დაგეგმილი ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად. და საერთოდ რა იყო ნაკრების პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი მაინტერესებ?
???
08 სექტემბერი 2017 12:07
6
რა მწირი აზროვნებაა ზოგიერთ პოსტში, რა ვიწრო ჰორიზონტი! მეცოდებით. ლიტვასთან და ისრაელთან რატომ მოიგესო, ძალით უნდა წაგვეგოო! ასეთი სისულელე როგორ მოგდით თავში? თუ ჩვენმა კალათბურთმა ამ ბოლო დროს რამე აჩვენა, ეს პირველ რიგში ლიტველების ორჯერ და ბერძნების (იმათსავე მოედანზე) დამარცხებაა. და კიდევ, ისრაელთან ნაჩვენები გმირობა. ესეც რომ რა გაგვეკეთებინა, რაღა შეგვრჩებოდა ხელში? განა სწორედ ამ გამარჯვებების დამსახურება არაა, რომ მერე კინაღამ იტალიაც მივაყოლეთ ზედ? და საერთოდ, თამაში სპეციალურად როგორ უნდა წააგო? ფუი, თქვენი.... და მერე რისთვის უნდა წაგვეგო?. ვთქვათ და ამ რაღაც წვრილმანი ინტრიგანობით გავსულიყავით ჯგუფიდან. მერე რა? შემდეგივე მატჩში გამოვვარდებოდით და ეს იქნებოდა სულ. ვის ემახსოვრება 2 წლის მერე ან თუნდაც გაისად რომელ ეტაპზე გამოვარდი? ის ბრწყინვალე და საამაყო გამარჯვებები კი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს გუნდებთან მოვიპოვეთ, იმ ტილიან და ნაჩალიჩებ მერვედფინალზე ათსჯერ უფრო ფასეულია. სწორედ მათზე დაშენდება ჩვენი მომავალი წარმატებები, რადგან მათთან გამარჯვება უკვე ჩვენს ფსიქიკაშია დალექილი და ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს. ჩვენი პრობლემა მოკლე სკამზე მეტად, არასრულფასოვნების კომპლექსია, ანუ იმის ურწმუნობა, რომ გრანდებთან თამაში შეგიძლია. ეს კომპლექსი არასდროს არაფერს მოგაგებინებს, თუ იგი ერთხელდასამუდამოდ არ გადალახე. აი, სწორედ ეს გააკეთა იმ ჩვენმა გამარჯვებებმა. მომავალში ამ გუნდებთან განწირულები აღარ გამოვალთ მოედანზე და თანაბრად ვიბრძოლებთ, რადგან უკვე დამარცხებული გვყავს მათი დამმარცხებლებიც იქვე იქნებიან მოედანზე. აი, ესაა მთავარი და არა ის, თუ რომელი ეტაპიდან გამოეთიშები ტურნირს. სანამ სიტყვა "ღირსების" მნიშვნელობას არ გაიგებთ, ვერც ვერაფერს მოიგებთ.
კვიროზა
11 სექტემბერი 2017 16:54
3
მაინც ვერ გავიგე ბითაძე რატომ არ ათამაშა.ამ ბიჭმა ერთად სამიანების სროლა იცის,სხვა სიკეთეებთან ერთად.რომ გამოეყვანა,თუნდაც უკრაინასთან და პერიმეტრიდან სროლების დავალება მიეცა,ვფიქრობ ეგ თამაში სხვაგვარად დამთავრდებოდა
09 სექტემბერი 2017 10:49
3
მოკლე სათადარიგო სკამი,სამქულიანების რეალიზაციის დაბალი პროცენტი, გამთამაშებელი პრობლემა(არც პასი და არც შორეული ტყორცნები). იტალიასთან შენგელია გააჩერეს დასაწყისში და შედეგიც ვნახეთ (სანამდე ორმაგ ცენტრზე არ გადავედით არაფერი გვეშველა).მარკოიშვილის გასვლისთანავე პრობლემები იყო პერიმეტრის დაცვაში. შერმადინისგან უკეთეს თამაშს ველოდი (ბევრი მოუხსნეს და დაუფარეს) იტალიასთან. ზაზაზე ჯარიმა იყო და აქეთ მიარტყეს ტექნიკური.ბოლო წამზე შერმადინზე ჯარიმა არ მოგვცეს. ასე რომ მიზეზი ბევრია..
ალეკო
08 სექტემბერი 2017 23:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული