მანუჩარ მარკოიშვილი: ვინ თქვა, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე?

AutoSharing Option
ევრობასკეტის წარუმატებლად დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მანუჩარ მარკოიშვილიც აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას, რაზეც თავად მანუს ასეთი პასუხი აქვს:

"არსად განმიცხადებია, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება მსურს. ამას თუ გადავწყვეტ, აუცილებლად გავაგებინებ საზოგადოებას. ეს როდის მოხდება, ჯერ არ ვიცი, მანამდე კი მსურს, თუკი შანსი მომეცემა, საქართველოს ეროვნულ გუნდს, ჩემს ქვეყანას ვემსახურო და მომავალ, რთულ დაპირისპირებებში ბიჭებს შესაძლებლობის ფარგლებში გვერდში დავუდგე".

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ზაზა ფაჩულიამ მიიღო. ამ ნაბიჯის გადადგმაზე გიორგი ცინცაძეც ფიქრობს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან სწორად შეარჩია დრო ზაზამ, ჭკვიანი კაცია.
1
სამიანების მსროელელი გვჭირდება კარგი რამოდენიმე 2-3 კაცი! დანარჩენები ვინცა გაქაჩავს ჩვეულებრივად
zura
16:34 12-09-2017
1

სიახლეები პოპულარული