ისევ ზუროსი! ოფიციალურად ჯერ არა... თუმცა, შეთანხმება მიღწეულია

AutoSharing Option
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა - ვინ გაწვრთნის საქართველოს ნაკრებს? შეგახსენებთ, რომ ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი ჩვენი გუნდის თავკაცად 2016 წელს დაინიშნა, ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კონტრაქტის ვადა ევრობასკეტი 2017-ის დასრულებისთანავე ამოეწურა.

ოფიციალურად იგი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არ არის, მაგრამ როგორც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, ზუროსს ევრობასკეტის დასრულებამდე დაელაპარაკნენ ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ნოემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გველის (გერმანიასთან და სერბეთთან) და ორ თვეში ახალი, თანაც კვალიფიციური სპეციალისტის მოძებნა ძალიან რთული
იქნებოდა.

მოძიება ერთია და გუნდთან ადაპტაცია მეორე. ილიას ზუროსი ორი წელია, ქართულ კალათბურთში ტრიალებს, კარგად გაიცნო რესურსი, ევრობასკეტზე გამოცდილება კიდევ უფრო განიმტკიცა და სადღეისოდ ჩვენი ნაკრებისთვის მისაღები კანდიდატია.

გუშინ მწვრთნელის საკითხზე სასაუბროდ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს დავუკავშირდით.

"ილიას ზუროსი რჩება, იგი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევშიც გაუძღვება ჩვენს გუნდს", - გვითხრა ბატონმა მიხეილმა.

ბერძენ სპეციალისტთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა...

"შეთანხმება მიღწეულია, იგი საქართველოში მალე დაბრუნდება და უფრო კონკრეტულად დავილაპარაკებთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსა და საქართველოს ნაკრების მომავალზე", - ესეც ფედერაციის პრეზიდენტმა გვითხრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დიქსონის ამბავია საინტერესო. საჭირო კაცია
ლევანი
13:09 13-09-2017
0
ფაჩულიაც დააბრუნეთ და ტოტალიზატორებს აეკრძალოს ფსონის მიცემა საქართველოს ნაკრებზე
akaki
12:41 13-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული