00:18 25-11-2017
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოულოდნელად ბევრს მიეცა თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა და როგორც ამბობენ, ჰა, ბურთი და მოედანი .
ჰემნიცში (და არა ქემნიცში) 7 000-იან „მესე არენაზე“ ზუროსმა ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით: ბოქოლიშვილი,დვალიშვილი,ცქიტიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი. დებიუტში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ფარიც მოიგეს და მე-4 წუთზე 9:2 დაწინაურდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა საქმქულიანების ხარჯზე მოახერხა პირველი პერიოდის ფრედ, 18:18 დასრულება. უნდა აღინიშნოს, რომ სასტარტო მღელვარება ჩვენმა გუნდმა გადალახა და თავისუფლად ათამაშდა. არ შეიძლება არ ითქვას თამაშში ბერიშვილის კარგად ჩართვა.
მეორე მეოთხედში ზუროსმა თამამად მიმართა როტაციას, ჩვენი კალათბურთელები უკვე უფრო თამამად და შედეგიანად უტევდნენ პერიმეტრიდან და არათუ ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მეტოქეს, არამედ დავჯაბნეთ კიდეც და ტაიმი 1 ქულით მოვიგეთ, თუმცა უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გავსულიყავით შესვენებაზე.
მესამე პერიოდის დასაწყისი ისევე როგორც მეორის დასასრული მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს, წინაც გავიდნენ, თან მარკოიშვილმა და ბითაძემ 4-4 პერსონალური მიიღეს, მწვრთნელი იძულებული შეიქნა დაესვენებინა და ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, მაინც მოახერხეს ბოლო მეოთხედის წინ 1-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნება.
დასკვნით პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო, გერმანიამ დაცვაში უკეთ ითამაშა, პერიმეტრიც გადაგვიკეტა, ჩვენი წამყვანი კალათბურთელებიც დაიღალნენ და კარგად დაწყებული საქმე ბოლოში წყალში გადაიყარა 70:79.
რა შეიძლება ერთგვარი რეზიუმეს სახით ითქვას? მიუხედავად უდიდესი საკადრო პრობლემებისა, საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში არ დატოვა ურიგო შთაბეჭდილება, სამი პერიოდი იგებდა კიდეც და რაც მთავარია, გუნდის რეზერვი გამოჩნდა. ასე რომ, ამ წაგებაში ტრაგიკული არაფერია.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ფედერაციამ უნდა იზრუნოს ამაზე. ფიზიკური მონაცემები როცა კარგი აქვს ამ ბიჭს შესაფერისი ვარჯიში სჭირდება, ასევე ფსიქოლოგიც, რომელიც დააჯერებს მას მის შესაძლებლობებში.
რას იზამ მორიდებული კაცი დაიბადა, მაგრამ მას შეუძლია "გამხეცდეს" ანუ გათავისუფლდეს კომპლექსებისაგან.
სწორია: ხემნიც (გერმანულში "ch" იკითხება როგორც "ხ") Chemnitz იგივე კარლ-მარქს შტადტი (გდრ 1953-1990) Karl-Marx-Stadt, საქსონიის მიწა.
რაც შეეხება კალათბურთს, ბერიშვილი და ფაცაცია კარგები იყვნენ და ამიტომ ბოლო წუთებზე ზუროსმა შეცდომა დაუშვა, რომ არ დასვა დაღლილი დიქსონი.
არ შეიძლება შეუცვლელად ათამაშო ერთი კაცი მთელი მატჩი და გადამწყვეტ წუთებზე ზუსტი სროლებო მოსთხოვო.