ილიას ზუროსი: იმედია, მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე სერბეთთან დამარცხების (87:105) შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი მატჩზე ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა:

"სერბეთს ძალიან კარგი მწვრთნელი და კალათბურთელები ყავს. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს სრული შემადგენლობით ვითამაშებთ. რატომ ავიღე ტაიმ-აუტი შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე? ჩვენ შესათამაშებლად არც ისე დიდი დრო გვაქვს. მინდოდა რაღაც კომბინაცია გამეთამაშებინა. აქ მეტოქის უპატივცემულობაზე არაა ლაპარაკი. პირიქით, მე პატივს ვცემ თქვენს გუნდს

შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვქონდა. ბევრი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა. სამწუხაროდ, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით.
დიქსონმა მაგრად ითამაშა, მაგრამ მხარდაჭერა ნაკლები ქონდა.

შემდეგი მატჩი ავსტრიასთან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სერბეთმა დამსახურებულად გაიმარჯვა. წარმატებას გისურვებთ".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩემდა სამწუხაროდ ეროვნულ ჩემპიონატს არ ვუყრებ, სასიამოვნო გაოცებული ვარ "ახალი ბიჭების" პოტენციალით, დაწყნარდით დამიჯარეთ ჩვენი ნაკრები ცოტა ხანში ფურორს მოადენს
mirza
14:40 29-11-2017
0
წელს უკვე ვეთამაშეთ ავსტრიას ამხანაგური და 10 ქულით წავაგეთ ავსტრიაში - შენგელია, შერმადინი, ცინცაძე და სანაძეც თამაშობდნენ დიქსონთან ერთად...
ისე კი
13:07 29-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული