ილიას ზუროსი: საქართველოა, ჩვენი ნაკრებია და მე როგორც ბერძენი გპირდებით ბოლომდე ბრძოლას!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, მომავალი მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.

- დღეს ვიწყებთ მზადებას, მაგრამ არ იქნება პირველი ვარჯიში დატვირთული. მოთამაშეებმა რომელმაც გუშინ ითამაშეს, მათთვის ვარჯიში აღდგენითი ხასიათის იქნება. ლეგიონერები მომდევნო დღეებში შემოგვიერთდებიან. ორივე მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თამაშს უნდა მივუდგეთ მაქსიმალური მომზადებით.

ასევე ამ მატჩებში გვეყოლება ახალი მწვრთნელი შტაბში, თემურ კანკია რომელიც არის მარნეულის მწვრთნელი და მჯერა რომ ის დიდ დახმარებას გაგვიწევს.

მე როგორც მწვრთელი მინდა მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რომელმაც ცდა არ დააკლო იმას რომ მოთამაშეები რომლებიც
საზღვარგარეთ თამაშობენ ჩამოეყვანათ. სამწუხაროდ ევროლიგის გუნდები არ უშვებენ კალათბურთელებს, ხალხს არ ესმის თუ რა რთულია ელაპარაკო ევროლიგის მწვრთნელებსა და კლუბის მფლობელებს. სამწუხაროდ არ გვეყოლება ორი კალათბურთელი რომელიც ევროლიგაში თამაშობს.

მინდა მოვუწოდო ყველას თანადგომისკენ, სიხარულის აღნიშვნა ძალიან იოლია და როცა გაჭირვებაა ნაკრებს მაშინ ჭირდება თანადგომა. მოვუწოდებ გულშემატკივარს მხარში დაუდგნენ ეროვნულ ნაკრებს.

ეროვნულ ნაკრებში უფრო მეტი ახალგაზრდაა და მათ მეტი თანადგომა ჭირდებათ, ვიდრე კრიტიკა საზოგადოების მხრიდან. მე იმედი მაქვს გერმანისთან მატჩში დარბაზი სავსე იქნება.

- როგორ ფორმაშია ტრავმის შემდეგ გიორგი ცინცაძე, ასევე როგავა და დარბაიძე?

- ვარჯიშზე გამოჩნდება ყველაზე კარგად როგორ ფორმაშია არიან. ცინცაძეს მოგეხსენებათ დიდი ხანია ტრავმა ჰქონდა და ჩვენი ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელებთან ემზადებოდა, დღეს თამაში აქვს რუმინეთში და გამოჩნდება როგორ ფორმაში არის ის.

რაც შეეხება როგავას და დარბაიძეს, გამოჩნდება ვარჯიშზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- ლეგიონერები თბილისში შეურთდებიან გუნდს თუ ავსტრიაში?
- ცქიტიშვილი ჩამოსულია, გოგა ბითაძე და გიორგი ცინცაძე ხვალ ჩამოვლენ. რაც შეეხება დიქსონს ის პირდაპირ ავსტრიაში შეუერთდება ნაკრებს.

- რა კრიტერიუმით შეირჩა ბექა წივწივაძე, რომელსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვს?
- ბექა არაერხელ იყო ნაკრებში გამოძახებული, მან იცის სისტემა, მას უთამაშია გუნდში და ვარჯიშზე გამოჩნდება როგორ ფორმაშია.

- ჩვენ ევრობასკეტამდე ვეთამაშეთ ავსტრიის ნაკრებს, რომელთანაც დავმარცხდით. რა შეიცვალა მას შემდეგ?
- ავსტრია არ არის კარგი გუნდი, ის არის ძალიან კარგი გუნდი. გერმანიის ლიგიდან ჰყავთ ორზე მეტი მოთამაშე, ჰყავთ ესპანეთში "ანდორას" მოთამაშე. ჩვენ ნაკრებისთვის ის არის ძალიან უხერხული მეტოქე, ჩვენ კი მცირე დრო გვაქვს მოსამზადებლად. ეს კალათბურთელები ერთად 4 წელზე მეტია ერთად თამაშობენ.

მე მჯერა და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე! საქართველოა, ჩვენი ნაკრებია და მე როგორც ბერძენი გპირდებით ბოლომდე ბრძოლას!

მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგი თვალაბეიშვილი ''ანდორადან'' რატომ არ ჰყავთ გამოძახებული, ხომ არ იცით ვინმემ?
gizog
16:03 19-02-2018
0
ამ კაცის მჯერა, ბოლომდე ბრძოლა და ავსტრიასთან მოგება თავისუფლად შეიძლება!
გულშემატკივარი
15:04 18-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული