"მოსამზადებლად მხოლოდ სამი დღე გვქონდა და ამ მოკლე პერიოდში რთული იყო გუნდის შეთამაშება. ბიჭებმა თავი არ დაზოგეს და გაიმარჯვეს.
დებიუტში კარგი იყო ცქიტიშვილი, ხოლო შეხვედრის ბოლოსკენ ბითაძე. დაცვაში დვალიშვილი მომეწონა. მაიკლ დიქსონი როგორც ჩვევია მაგრად გაისარჯა. ბერიშვილსა და ფაცაციასაც შევაქებ, ბოქოლიშვილსა და ცინცაძესაც, რომელიც მეორე ტაიმში ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა.
მინდა მხარდაჭერისათვის მადლობა ქართველ ქომაგებს